Thumbnail

საკუთარ ეზოში დამარცხებული ბაიერნი - ჩელსის ტრიუმფიდან 8 წელი გავიდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჩელსის ტრიუმფი მიუნხენში
  • ლონდონელებმა ბაიერნი პენალტების სერიაში დაამარცხეს

2012 წლის 19 მაისს, დროებითი მწვრთნელის - მატეო დი მატეოს ჩელსიმ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, საკუთარ კედლებში - ალიანც არენაზე დაამარცხა და თასი ისტორიაში პირველად აწია.

ლიგის მოგება რომან აბრამოვიჩის ოცნება იყო და რაც რუსმა ოლიგარქმა ჟოზე მოურინიოსთან და კარლო ანჩელოტისთან ერთად ვერ შეძლო, შემთხვევით დანიშნულმა დი მატეომ რამდენიმე თვეში მოახერხა.

ეს იყო 1984 წლის შემდეგ პირველი ფინალი, როდესაც ფინალში მასპინძელ სტადიონზე მოთამაშე გუნდი გავიდა. 1984 წლის მსგავსად, სადაც რომა ლივერპულთან დამარცხდა, საშინაო ფინალი ბაიერნმაც რომასავით პენალტებში წააგო.

ალიანცის მატჩი საგმირო საგა გამოდგა  - ჯერ დიდიე დროგბამ ბოლო წუთებზე გაათანაბრა, შემდეგ პენალტი აიკიდა, რომლის მოგერიებაც პეტერ ჩეხმა შეძლო და ჩეხმავე პენალტების სერიაშიც შესანიშნავად ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები