Thumbnail

'ჩვენი ერთადერთი მიზანი კლუბის გადარჩენაა' - მალაგა გაკოტრების პირასაა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მალაგამ რესტრუქტურიზაცია გამოაცხადა
  • კლუბმა ლა ლიგა 2-ის განახლების წინ ვარჯიში დაიწყო 

მალაგამ ოფიციალურ საიტზე კლუბის რესტრუქტურიზაცია გამოაცხადა, რაც კორონავირუსის პანდემიის შედეგია. ანდალუსიური კლუბი ასე იხსნის თავს საბოლოო გაკოტრებისგან...

მსოფლიო პანდემიამ ბევრი საფეხბურთო კლუბი მიიყვანა გაკოტრებამდე და მათ შორის მალაგაცაა. რაში გამოიხატება რესტრუქტურიზაცია: კლუბის თანამშრომელთა დიდი ნაწილს დაითხოვენ, მათ შორის რამდენიმე ფეხბურთელსაც. მათი კონტრაქტები დროებით და სრულად "გაიყინება". 

მალაგამ ვარჯიში განაახლა

"მხოლოდ რესტრუქტურიზაცია შეგვაძლებინებს, რომ მალაგამ არსებობა გააგრძელოს. მადლობა ფანებს, რომლებიც ასეთ მძიმე დროს მხარს გვიჭერენ. ყველას ვთხოვთ, ამ ზომებს გაგებით შეხვდნენ. ერთადერთი მიზანი გვამოძრავებს - გადავარჩინოთ კლუბი და შევუნარჩუნოთ მას ნათელი მომავალი.

მალაგა ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 38 ქულით მე-15 პოზიციაზეა. ჩემპიონატი 31-ე ტურის შემდეგ შეწყვეტილია, თუმცა კლუბმა უკვე განაახლა ვარჯიში. 

მალაგა 116 წლის წინათ დაარსდა. ყველაზე დიდი წარმატება ამ კლუბს 2012/13 წლების სეზონში ჰქონდა, როცა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა. 2002/03 წლების სეზონში მალაგამ ევროპალიგის 1/4 ფინალში ითამაშა, ხოლო 2002 წელს ინტერტოტოს თასი მოიგო. გუნდის კაპიტანია რეალის აღზრდილი ადრიანი. 

კომენტარები

ბოლო ამბები