Thumbnail

ბასკონიამ ვარჯიში დაიწყო და სეზონის განახლებისთვის ემზადება, როგორც ACB ლიგაში, ასევე ევროლიგაში. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის განახლება ბევრს არ სურს, მათ შორის გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას...

Gigantes del Basket-მა ბასკონიას დირექტორის, ფელიქს ფერნანდესის ფრაზები შემოგვთავაზა, ვინც ესპანურ მედიას ესაუბრა. ფერნანდესმა თორნიკეს სავარაუდო ტრანსფერზეც გასცა პასუხი. შეგახსენებთ, რომ ბასკთა ქართველ კაპიტანს მადრიდის რეალში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ფელიქს ფერნანდესი (ბასკონიას დირექტორი): "შენგელია ჩვენი კაპიტანია, მას კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს ბასკონიასთან გაფორმებული. რაც შეეხება შილდს, მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება აქვს".

დირექტორმა სეზონის შესაძლო განახლებაზეც ისაუბრა: "რთული და გაურკვეველი სიტუაციაა. ესპანეთის ჩემპიონატის განახლება უფრო იოლი მგონია. ევროლიგაში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს და სეზონის დასრულება გაჭირდება". 

კომენტარები

ბოლო ამბები