Thumbnail

CR7-ის კარანტინი დამთავრდა! რონალდო იუვეს ბაზაზე დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსში ვარჯიში განაახლა
  • პორტუგალიელი ტურინში დაბრუნების შემდეგ კარანტინში იყო

კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსს შეუერთდა და ვარჯიში განაახლა!

35 წლის პორტუგალიელი კორონავირუსის პანდემიის გამო 9 მარტის შემდეგ ოჯახთან ერთად კუნძულ მადეირაზე იმყოფებოდა. CR7 იტალიაში მაისის დასაწყისში დაბრუნდა და ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყო.

სანამ სეზონი შეწყდებოდა, იუვენტუსმა ბოლო მატჩი 8 მარტს ჩაატარა და მილანის ინტერს 2:0 მოუგო. დერბი მაშინ მაყურებლების გარეშე ჩატარდა, რადგან იტალიაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი უკვე ძალიან დიდი იყო.

იტალიურმა კლუბებმა ჯერჯერობით ინდივიდუალური ვარჯიშები განაახლეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში იმედი აქვთ, რომ კლუბებს მალე გუნდური ვარჯიშების უფლებასაც მისცემენ. თუმცა იტალიის მთავრობა ასეთი გადაწყვეტილებისგან ჯერ თავს იკავებს. იუვეს ფეხბურთელები ბაზაზე ინდივიდუალურად 4 მაისიდან ვარჯიშობენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. მომდევნო ტური პარასკევს, ბერლინური დერბით იწყება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჰერტა
  • X
  • უნიონი

 

კომენტარები

ბოლო ამბები