Thumbnail
  • ინგლისურ კლუბებს გუნდურად ვარჯიში გარკვეული შეზღუდვებით შეუძლიათ
  • მერსისაიდელებმა ორთვიანი პაუზის შემდეგ ბაზაზე წვრთნის პროცესი განაახლეს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ინგლისური კლუბებიდან გუნდურად წვრთნის პროცესი ერთ-ერთმა პირველმა ჩემპიონატის ლიდერმა ლივერპულმა დაიწყო. 

იურგენ კლოპის გუნდი კოლექტიურად ვარჯიშს ორთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. სამშაბათს დილით, კლუბის ბაზა მელვუდზე სხვებთან ერთად ჯორდან ჰენდერსონი და ვირჯილ ვან დაიკი გამოცხადდნენ. 

ლივერპულის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი კლუბის ბაზისკენ მიემართება

ორშაბათს ინგლისურმა კლუბებმა და ლიგამ მოილაპარაკეს, რომ გუნდები თავ-თავიანთ ბაზებზე ვარჯიშს მცირე ჯგუფებად, 19 მაისიდან დაიწყებდნენ. პროცესი გარკვეული შეზღუდვებით წარიმართება - ფეხბურთელებს დისტანციის დაცვა მოუწევთ.

მანამდე ბრიტანულ მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ პრემიერლიგა შესაძლოა 12 ივნისს განახლდეს, თუმცა მატჩების მაყურებლების გარეშე გამართვა შესაძლოა ერთი წელიწადი გაგრძელდეს. 

ინგლისის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეწყდა. სატურნირო ცხრილის სათავეში ლივერპულია, რომელსაც 29 მატჩში 82 ქულა აქვს მოპოვებული და უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს, 25 ქულით უსწრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები