Thumbnail

'საშინლად დაიწყეს და ამას წარმატებად ასაღებენ' - ბუნდესლიგას აკრიტიკებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უდინეზეს მფლობელმა პაუზის შემდეგ განახლებული ბუნდესლიგა გააკრიტიკა
  • ჯამპაოლო პოცოს თქმით, ფეხბურთელებს მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებოდათ
  • იტალიელს არგუმენტად ბუნდესლიგის პირველ 6 მატჩში მაღალი ტრავმიანობა მოყავს

გერმანიის ბუნდესლიგა ევროპის ტოპ-ჩემპიონატებიდან პირველი განახლდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო სპორტული ღონისძიებები პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში შეწყდა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მაინცი
  • X
  • ლაიპციგი

ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრები გასულ უქმეებზე, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარდა. გერმანელების გადაწყვეტილება ბევრმა მოიწონა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც საპირისპირო მოსაზრებას გამოთქვამს. ერთ-ერთი ასეთი იტალიური საფეხბურთო კლუბის უდინეზეს მფლობელი ჯამპაოლო პოცოა. 

"მათ (გერმანელებმა) საშინლად დაიწყეს და ამას წარმატებად ასაღებენ. ის ვარაუდი, რაც ტრავმიანობის რისკზე გამოითქმოდა, გამართლდა. პირველ 6 შეხვედრაში ასეთი 8 შემთხვევა იყო. ეს დასტურია იმისა, რომ თუკი სათანადოდ არ ხართ მომზადებული, დაისჯებით. და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც კვირაში ერთი თამაშია, მაგრამ როდესაც რაოდენობა ორამდე გაიზრდება, სეზონის ბოლომდე გუნდს 30-კაციანი შემადგენლობა დასჭირდება", - აქვეყნებს პოცოს ნათქვამს იტალიური მედია.

უდინეზეს მფლობელი ბუნდესლიგის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

სხვათა შორის, მანამდე პოცომ კრიტიკული წერილი მისწერა იტალიის ხელისუფლებას სერია A-ს 13 ივნისს განახლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. 

"ეს არ ნიშნავს, რომ თამაში არ გვსურს, მაგრამ წინააღმდეგი ვართ იმის, რომ ჩემპიონატი 13 ივნისს განახლდეს. ვფიქრობ, ეს ჩვენი ინტელექტისთვის შეურაცხმყოფელია. ფეხბურთელს, რომელსაც ორნახევარი თვის განმავლობაში არ უვარჯიშია და შინ იჯდა, გაცილებით დიდი დრო, მინიმუმ, თვე სჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში ჩადგეს და თავდაჯერებული იყოს", - ამბობდა პოცო, რომლის ნათქვამი მოგვიანებით გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს, რომ სერია A 14 ივნისზე ადრე არ განახლდება.

დორტმუნდმა ცარიელ 'სიგნალ იდუნა პარკზე' შალკეს 4 გოლი გაუტანა

 

კომენტარები

ბოლო ამბები