Thumbnail

‘ძალიან მაგარ ფორმაში ვარ!’ - ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე საუბრობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფერნანდო ალონსო ახალი გამოწვევის ძიებაშია
  • ესპანელს ფორმულა 1-ში დაბრუნება სურს
  • ამბობს, რომ კონდიცია და მოტივაცია არ აკლია

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში დაბრუნებას არ გამორიცხავს!

“შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ვარ და ჩემი მოტივაციაც ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ, მინდა, რომ უმაღლეს კლასსა და დონეზე ვიყო კონცენტრირებული. ეს შეიძლება იყოს ფორმულა 1, IndyCar და ა.შ.” - განაცხადა 38 წლის ალონსომ Real Madrid Graduate School-Universidad Europea-ს სტუდენტებთან ვიდეო-საუბრისას.

ფერნანდო ალონსო და ფლავიო ბრიატორე. ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონი 2005 და 2006 წლებში, რენოში გახდა

“ვფიქრობ, რომ ჩემი მომდევნო გამოწვევა უმაღლესი დონის იქნება. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ დიდი რბოლებისთვის 100 პროცენტით მზად ვარ,” - დასძინა ალონსომ.

მას შემდეგ, რაც დანიელ რიკარდომ 2021 წლიდან მაკლარენში გადასვლა გადაწყვიტა, მედია ფერნანდო ალონსოს ბედს რენოს უკავშირებს. F1-დან იგი წლინახევრის წინ წავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები