Thumbnail

ეჭვმიტანილია გაუპატიურებაში - რატომ დააკავეს ჩელსის 19 წლის ვარსკვლავი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კალუმ ჰადსონ-ოდოის სახლში მყოფმა გოგონამ პოლიცია და სასწრაფო გამოიძახა
  • მოდელის გარეგნობის მქონე გოგონამ მედიკოსებს განუცხადა, რომ ის გააუპატიურეს
  • ჩელსის 19 წლის გარემარბი დააკავეს, შემდეგ კი თავდებით გაათავისუფლეს

როგორც ირკვევა, ინგლისური საფეხბურთო კლუბის ჩელსის გარემარბი კალუმ ჰადსონ-ოდოი, 17 მაისს პოლიციამ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავა. 19 წლის ინგლისელის დაკავების შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გავრცელდა, თუმცა თავდაპირველად მედია მიზეზად ფეხბურთელის მხრიდან კარანტინის წესების დარღვევას ასახელებდა.

ჰადსონ-ოდოის ტესტმა, რომელიც მარტში ჩატარდა, კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა და შესაბამისად, ჩელსის ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მაგრამ კვირას დილით კალუმის სახლში სტუმრად მყოფმა გოგონამ, რომელიც ფეხბურთელმა ინტერნეტით გაიცნო, დასახმარებლად პოლიცია და სასწრაფო გამოიძახა. 

მოდელის გარეგნობის გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, ფეხბურთელი კი დააკავეს. მოგვიანებით სახლში ჩხრეკაც ჩატარდა.

"გოგონამ სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან განაცხადა, რომ ის გააუპატიურეს. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, გაუპატიურების ეჭვის საფუძველზე დააკავეს. მოგვიანებით ის თავდებით გაათავისუფლეს", - ნათქვამია ლონდონის პოლიციის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია ჩელსის, რომელიც სავარაუდოდ, ჯერ ფეხბურთელისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. 

2019/20 წლების სეზონში კალუმ ჰადსონ-ოდოიმ კლუბის მაისურით ყველა ტურნირის 27 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები