Thumbnail

ლებრონ ჯეიმსი: არ უნდა დავნებდეთ, სეზონის შეწყვეტა დაუშვებელია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA-ს სეზონი კორონა-პანდემიის გამო შეჩერებულია
  • სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი რესტარტს ითხოვს

ლებრონ ჯეიმს სჯერა, რომ NBA-ს სეზონი მალე გაგრძელდება. 

“სეზონის გაგრძელებასთან დაკავშირებით არ უნდა დავნებდეთ, ეს დაუშვებელია!” - განაცხადა ლოს ანჯელეს ლეიკერსის 35 წლის ლიდერმა Uninterrupted-თან. როგორც იცით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო NBA0-ში სეზონი მარტის შუა რიცხვების შემდეგ შეჩერებულია. ლებრონი სეზონის განახლების გარდა ყველა სხვა ვარიანტს გამორიცხავს.

'ეს პანდემია შეუდარებელია და ვერაფერს განსაზღვრავ. უკვე ფაქტია, რომ ადამიანებს მისი კონტროლი არ შეგვიძლია'

“მარტო მე და ჩემს თანაგუნდელებს კი არ გვინდა თამაში, არამედ ძალიან ბევრ კალათბურთელს, ვისაც მე ვიცნობ. ყველას თამაში სურს! ცხადია, ჩვენ არ გვინდა, რომ მოთამაშეების და მათი ახლობლების ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. ეს პანდემია შეუდარებელია და ვერაფერს განსაზღვრავ. უკვე ფაქტია, რომ ადამიანებს მისი კონტროლი არ შეგვიძლია,” - აღნიშნა ლებრონ ჯეიმსმა.

ლეიკერსის ლიდერი ამბობს, რომ მაყურებლების გარეშე თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს, მაგრამ მიაჩნია, რომ ახლა უბრალოდ მნიშვნელოვანია პარკეტზე გასვლა და კალათბურთის თამაში. “მე მიყვარს კალათბურთი. ვიცი, როგორი შთამაგონებელია სპორტის ეს სახეობა.” - დასძინა ლებრონმა. ამერიკული მედია ბოლო დღეებში წერდა, რომ ლიგის ბოსი ადამ სილვერი სეზონის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ამას უახლოეს 1 თვეში აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები