Thumbnail

'ეს უდიდესი უსამართლობა იქნებოდა' - იურგენ კლოპი პრემიერლიგის გაუქმებაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

DFB Academy-იაში სტუმრობისას ლივერპულის გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თუ ლივერპული ტიტულს ვერ მიიღებს, ეს დიდი უსამართლობა იქნება...

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ინგლისში იყო საუბრები, რომ სეზონი გაუქმებულად გამოეცხადებინათ და ტიტული არავის მიეღო. ჩვენ სეზონის 76% ვითამაშეთ და თქვენ მისი წაშლა გსურდათ? 

ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება უსამართლო იქნებოდა. ჩვენ ვართ დამაჯერებლად წინ გათამაშებაში, ეს ის სეზონია, როცა ლივერპული ჩემპიონი უნდა გახდეს. 

ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბები საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი. ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ. საერთოდაც ჩემი ცხოვრება უმთავრესად იმ პრობლემებთან ბრძოლაა, რომელთაც წინასწარ არ ელი". 

შეგახსენებთ, რომ ლივერპული მანჩესტერ სიტის 25 ქულით უსწრებს და ჩემპიონობის გაფორმებამდე ორი მოგება აშორებს. პრემიერლიგა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე კვირაში განახლდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები