Thumbnail

ტონი ნადალი: ფედერერი საუკეთესოა, მაგრამ ნოვაკთან უფრო გვიჭირს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ტონი რაფაელ ნადალის ბიძა და მწვრთნელია
  • მისი თქმით, ისტორიაში საუკეთესოდ ფედერერს მიიჩნევს

რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა, ტონი ნადალმა, საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ როჯერ ფედერერს მიიჩნევს, თუმცა რაფასთვის უფრო რთული მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩია.

ტონი ნადალი: "ფედერერი საოცარი მოთამაშეა, ძალიან მიყვარს მისი ყურება. ვიცი, რომ ის ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესოა. ნადალი მასთან ახლოს არის, მაგრამ ამ ეტაპზე საუკეთესი ისევ ფედერერია. თუმცა, ჩვენთვის ჯოკოვიჩთან თამაში უფრო რთულია. როჯერის წინააღმდეგ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. სანამ კორტზე გავალთ უკვე სტრატეგია გვაქვს. ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ხშირად თამაში ისევ მიდის, რომ არ ვიცით, რა ვქნათ. ჩემთვის ეს უფრო რთულია, ამიტომ ფედერერთან თამაში მირჩევნია."

ტონი ნადალის პოზიცია გასაგებია რაფას ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს და შვეიცარელისთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევა, ჯოკოვიჩთან კი პირიქით არის - 55 თამაშიდან 29 წაგებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები