Thumbnail

კონტეს დადგენილება - 14 ივნისამდე იტალიაში სპორტი არ იქნება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • პრემიერ-მინისტრმა სპორტი იტალიაში 14 ივნისამდე აკრძალა
  • საფხბურთო სამყარო და ხელისუფლება იტალიაში ვერ თანხმდება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დღევანდელი დადგენილებით ყველანაირი სახის ოფიციალური სპორტული აქტივობა 14 ივნისამდე აკრძალა. ეს აკრძალვა არ ეხება ვარჯიშს, თუმცა კლუბები სერია A-ს განახლებას წინასწარდადგენილ 13 ივნისს ვეღარ შეძლებენ.

ამის მიუხედავად შესაძლოა მათ მთელი კვირა მაინც არ დაკარგონ. 13 ივნისი პარასკევია, კლუბებს კი შეუძლიათ კვირა დღეს, 15 ივნისს განაახლონ ჩემპიონატი.

ეს შემთხვევა იტალიის მთავრობასა და საფეხბურთო სამყაროს შორის გაუგებრობის პირველი შემთხვევა არ არის. იტალიური ფეხბურთი სახელმწიფოს მხარდაჭერას კრიზისის დროს ყველაზე ნაკლებად გრძნობს. სპორტის მინისტრს, სპადაფორას, საფეხბურთო სამყარო ღიად ადანაშაულებს, რომ მას ჩემპიონატის გაგრძელება არ სურს.

დღემდე დავის საგნად რჩება რეგულაციები. მთავრობა ითხოვს, რომ თუნდაც 1 ინფიცირებული ფეხბურთელის შემთხვევაში კლუბი ორკვირიან კარანტინში უნდა წავიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ ინფიცირებულს მთელი ჩემპიონატის ჩაშლა შეუძლია, კლუბები კი გერმანული მოდელს ითხოვენ, რომლის მიხედვითაც კარანტინში მხოლოდ ინფიცირებული მიდის, დანარჩენი გუნდი კი ტესტების შემდეგ ვარჯიშს და თამაშს აგრძელებს. ამ მოდელს გერმანიის გარდა ესპანეთი და ინგლისიც მხარს უჭერენ.

კომენტარები

ბოლო ამბები