Thumbnail

უარი ვარჯიშზე - რაიო ვალეკანოს ფეხბურთელები გაიფიცნენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რაიო ვალეკანოს ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი თქვეს
  • ფეხბურთელები ხელფასის 70%-ით შემცირებას აპროტესტებენ

მადრიდული რაიო ვალეკანოს ფეხბურთელებმა გაფიცვა მოაწყვეს - მათ ვარჯიშზე უარი განაცხადზე. ამის მიზეზი არა კორონავირუსით დაინფიცირების შიშია, არამედ, ხელფასის შემცირება.

შეგახსენებთ, რომ ესპანური ფეხბურთის ლიგამ გადაწყვიტა, რომ პანდემიის გამო, შეწყვეტილი სეზონი ივნისის მეორე კვირაში განაახლოს, ეს ეხება, როგორც ლა ლიგას, ისევე, ლა ლიგა 2-ს. 

რაიო ვალეკანო ლიგა 2-ის შეწყვეტამდე მე-11 პოზიციაზე იყო. ფეხბურთელებს ხელფასი 70%-ით შეუმცირეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ იმავე მიზეზით სავარჯიშოდ არ გავიდნენ ელჩეს ფეხბურთელები. 

კომენტარები

ბოლო ამბები