Thumbnail

უმოქმედოა და ვეღარ საუბრობს - ხაბიბის მამა სიკვდილის პირასაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • აბდულმანაპ ნურმაგომედოვს პნევმონია დაუდგინეს, ვითარება სულ უფრო მძიმდება
  • ყველაფერს ინსულტი დაემატა, რის გამოც აუცილებელი გახდა შუნტირების ჩატარება

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა აბდულმანაპი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. 

როგორც ირკვევა, უფროს ნურმაგომედოვს თითქმის საბოლოოდ უმტყუნა ფილტვებმა, ის უკვე უმოქმედოა და ვეღარც საუბრობს. ყველაფერს ინსულტი დაემატა, რის გამოც აუცილებელი გახდა შუნტირების ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის აბდულმანაპ ნურმაგომედოვი 25 აპრილს პნევმონიის დიაგნოზით დაღესტნის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა მიყვანილი, 3 მაისს კი, ის უკვე მოსკოვში იქნა ტრანსპორტირებული.

ცნობისთვის, აბდულმანაპი სახელოვანი შვილის გარდა, არაერთ სხვა სპორტსმენს ავარჯიშებს და საბრძოლო სამბოში 18 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს აღზრდილი, რითაც გინესის წიგნში არის შესული.

რამდენიმე დღის წინ, ხაბიბის მამის მდგომარეობას UFC-ის კიდევ ერთი ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აბდულმანაპის გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობს.

კომენტარები

ბოლო ამბები