Thumbnail
  • რუსული პრემიერ-ლიგიდან ვარჯიში ყაზანის რუბინმა განაახლა
  • ქართველი ლეგიონერები რუსულ კლუბებში

რუსეთის პრემიერ-ლიგა შეწყვეტილ პირველობას 21 ივნისიდან განაახლებს, კლუბებს კი ვარჯიშების განახლების უფლება მიეცათ. პირველი სავარჯიშოდ ყაზანის რუბინი გავიდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ...

აღსანიშნავია, რომ დღეს რუბინის ერთ-ერთ ფეხბურთელს, კონსტანტინ პლიევს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის მშობლიურ ვლადიკავკაზში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ რუსული პრემიერ-ლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო, პირველ აპრილს შეწყდა. მაშინ გამოცხადდა, რომ ტურნირი 31 მაისის შემდეგ განახლდებოდა. 

რუბინს 9 ლეგიონერი ჰყავს, რომელთაგანაც 6 ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, თუმცა ქართველები, კვარაცხელია და დავითაშვილი გუნდთან ერთად არიან. 

პირველი ივნისიდან განაახლებს ვარჯიშს საბა კვერკველიას ლოკომოტივი, მოსკოველები ახალ მწვრთნელს, მარკო ნიკოლიჩს ელოდებიან. ის 15 მაისს ჩავიდა მოსკოვში სიომინის შესაცვლელად, მაგრამ ახლა კარანტინშია.

თავად ქართველი მცველი მოსკოვში იმყოფება და ვარჯიშს გუნდთან ერთად განაახლებს. ტულის არსენალთან ერთად იმყოფება გია გრიგალავა. 

კორონავირუსზე ტესტებს გადის ჯიმი ტაბიძის უფა. ქართველი მცველი საქართველოშია, ასე რომ, მას რუსეთში ჩასვლის მერე 2-კვირიანი კარანტინი ელის.

ტამბოვი ელის მეკარე გიორგი შელიას, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ამჟამად საქართველოშია. მასაც ორკვირიანი კარანტინი ელის. 

კომენტარები

ბოლო ამბები