Thumbnail
  • 23 წლის გიორგი მელქაძის დაბრუნება სპარტაკს სურს
  • რა საერთოა ჯანოსა და გიორგის შორის

მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მფლობელმა ანდრეი ჩერვიჩენკომ კლუბის წარმოშობით ქართველი მოთამაშის, გიორგი მელქაძის პერსპექტივაზე ისაუბრა და ის ჯანო ანანიძეს შეადარა...

23 წლის ნახევარმცველი სპარტაკის აღზრდილია და მას რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ის ახლა ტამბოვში იჯარით თამაშობს და გუნდის ერთ-ერი ლიდერია (13 თამაში, 6 გოლი). 

"არ ვარ დარწმუნებული, რომ მელქაძე სპარტაკის დონის ფეხბურთელია. ის, ალბათ, კარგია ტამბოვში და მსგავს კლუბებში. ასე რომ, არ მიმაჩნია, რომ მოსკოველებს მისი უკან დაბრუნება სასწრაფოდ მართებთ. 

ტამბოვში გიორგი ლიდერი და მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს ჯანო ანანიძე. ის ბრწყინვალედ თამაშობდა იჯარით, მაგრამ როცა სპარტაკში ბრუნდებოდა არაფერი გამოსდიოდა. 

ვფიქრობ, მელქაძის შემთხვევაშიც ანალოგიური ისტორია გვექნება. გიორგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ტამბოვში დარჩეს. ამით მას პრემიერ-ლიგაში თამაშის გაგრძელების შანსი ექნება".

აღსანიშნავია, რომ ტამბოვს სურს გიორგი მელქაძე სეზონის ბოლომდე დაიტოვოს.  

კომენტარები

ბოლო ამბები