Thumbnail

დისკვალიფიკაცია და გუნდების პროსტესტი - რა ხდება ქართულ კიბერლიგაში

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • კომპიუტერული სპორტის ფედერაციამ გუნდი eSpecials ტურნირიდან მოხსნა
  • მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი თამაშის გასტრიმვა გახდა
  • ქართული კიბერგუნდები Team eSpecials-ს სოლიდარობას უცხადებენ

ქართული გუნდები თამაშ League of Legends-ის ქართულ კიბერლიგაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ - ამის მიზეზი ერთ-ერთი მოთამაშის, ლუკა კვიტაშვილის ტურნირიდან მოხსნაა. ლუკა კვიტაშვილი გუნდ eSpecials-ის მოთამაშეა. მისი დისკვალიფიკაციის მიზეზი, გუნდის განცხადებით, თამაშის გასტრიმვა გახდა.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, რომელიც გუნდმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, თამაშის გასტრიმვისას, კიბერლიგის ორგანიზატორის, საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია "GCSF"-ის წარმომადგენელს, ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა. მატჩის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ, გუნდს ფედერაციის წარმომადგენელმა აცნობა, რომ სტრიმს პრობლემა შეექმნა. იმ მიზნით, რომ მაყურებელი სტრიმის გარეშე არ დაეტოვებინა, გუნდმა თავად გადაწყვიტა თამაშის გასტრიმვა, რის შემდეგაც მათ ფედერაციისგან გაიგეს, რომ ტურნირის წესების დარღვევის გამო, დისკვალიფიცირებულნი იყვნენ. გუნდის დისკვალიფიკაცია მოხდა კიდევ ერთი ტურნირიდან, რომელთანაც ეს თამაში კავშირში არ იყო. გუნდის წარმომადგენლის განცხადებით, ფედერაციას გადაწყვეტილების მიზეზი არ აუხსნია.

"ტურნირზე ბევრი არაკომპეტენტური რამ მოხდა, მაგალითად European Nations Cup - სტრიმის პირველი თამაშის დრო შეეშალათ, 11 გვითხრეს 9-ზე ყოფილა და ტურნირი წაგებით დავიწყეთ," - ამბობს პოპსპორტთან ლუკა კვიტაშვილი. "ეს მეორე თამაში რომ წავაგეთ, დაგვირეკა ვიცე-პრეზიდენტმა და იმის მაგივრად, რომ სიტუაცია გაერკვია, ცილი დაგვწამა, რატომ გააგდეთ ჩვენი სთრიმერი ლობიდანო, რაც ფიზიკურად არ შეგვეძლო და დაგვემუქრა ყოველგვარი მოსმენის გარეშე, რომ მივიღებთ ფედერაციაში გადაწყვეტილებას და შეგეხმიანებითო. სტრიმი შუა თამაშისას ჩართო, რადგან უკვე გარკვეული იყო, რომ ისინი ვეღარ სტრიმავდნენ და სულ რომ არ ყოფილიყო ეგ გარკვეული, უფლება ისედაც გვქონდა რომ გაგვესტრიმა. წესებით აკრძალული არ იყო და ამ ფაქტის გამო თავიანთი ორგანიზებული ტურნირიდან მოგვხსნეს".

LOL, El Nexo [19.05]
გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • Giants Academy
  • Killabeez

რაც შეეხება ფედერაციას, მათ თავდაპირველად ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შემდეგი პოზიცია დააფიქსირეს

"გუშინდელ 16.05.2020 სტრიმთან დაკავშირებით მთავარ პრობლემად წარმოიქმნა სტრიმერის არყოფნა ლობიში, რადგან საქართველოს მხრიდან შერჩეულმა ნაკრებმა არ გაითვალისწინა სტრიმერის ლობიში ყოფა/არყოფნა და დამოუკიდებლად განაცხადეს საქართველოს მხარის მზადყოფნა (თამაშის დაწყებისათვის)! ამავდროულად დაფიქსირდა მოთამაშის მიერ სხვა არხზე აღნიშნული თამაშის სტრიმი, რაც საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის დებულებით ისჯება დისკვალიფიკაციით. ვწუხვათ, რომ გვიწევს ლუკა კვიტაშვილის დისკვალიფიკაცია მიმდინარე ლიგიდან. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პირის მხრიდან მომავალში იქნება მეტი პატივისცემა და გათვალისწინება".

ლუკა კვიტაშვილის გუნდ eSpecials-ს სოლიდარობა გამოუცხადეს როგორც საქართველოს კიბერლიგის სხვა გუნდებმა, ასევე ფანებმაც. ამ დროისათვის, GCSF-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობაზე უარი თქვეს გუნდებმა: Kavkaz Pillarmans, Carry 19, Veni Vidi Vici, Phoneychalla, Morior Invictus, All eyes on me. 

ქართული კიბერგუნდები Team eSpecials-ს სოლიდარობას უცხადებენ

ქართული კიბერგუნდები Team eSpecials-ს სოლიდარობას უცხადებენ

ქართული კიბერგუნდები Team eSpecials-ს სოლიდარობას უცხადებენ

ქართული კიბერგუნდები Team eSpecials-ს სოლიდარობას უცხადებენ

ქართული კიბერგუნდები Team eSpecials-ს სოლიდარობას უცხადებენ

ქართული კიბერგუნდები Team eSpecials-ს სოლიდარობას უცხადებენ

ქართული კიბერგუნდები Team eSpecials-ს სოლიდარობას უცხადებენ

eSpecials-ს სოლიდარობა გამოუცხადა ქართულმა კიბერსპორტის ორგანიზაცია MonaspA-მაც. კომპანიის დირექტორმა ირაკლი ყაველაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია უსამართლო ან არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებას იღებს. 

"თუ ხელს არ გვიწყობთ, რატომ გვიშლით?", - ამბობს საკუთარ პოსტში ირაკლი ყაველაშვილი. - როდესაც იმ ჩიხში შეგიყვანენ, რომ რაღაც არ იცით და თქვენი კომპეტენციის საზღვრებს სცდება, ავტომატურად გერთვებათ დამცავი მექანიზმი, რომ პირველად მიღებულ გადაწყვეტილებას მიაწვეთ ბოლომდე და წესდებას ამოეფაროთ, რომელიც არ არსებობს! უკვე მგონია, რომ რაღაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გრაგნილზეა საუბარი, რომელთანაც მიახლოებაც შეუძლებელია.

ისედაც ვიწრო სეგმენტი ვართ და ნელი ტემპებით ვვითარდებით, იმ ნაბიჯებს გავდივართ, რაც მაგალითისთვის შვედეთში სულ მცირე 10 წლის წინ გაიარეს. კბილებით გაგვაქვს ერთმანეთი და ხომ შეიძლება ერთხელ შეასრულოთ ღირსეულად ის მოვალეობა, რაც ფედერაციას აკისრია? ხომ შეიძლება აქსელერაცია მოახდინოთ ამ პროცესის და არა პირიქით? ერთხელ რეალურად იზრუნოთ და ხელი შეუწყოთ მოთამაშის კარიერულ წინსვლას? გვაცადოთ იმ ხალხს საქმის კეთება, ვისაც შეგვიძლია და გამოცდილება გვაქვს?

სოლიდარობას ვუცხადებ Team eSpecials-ს და ვუერთდები იმ წამოწყებას, რომ არცერთი დისციპლინის ქართულმა გუნდმა არ მიიღოს მონაწილეობა ფედერაციის ჩატარებულ ტურნირებზე!"

Sea Dota Invitational [19.05]
გამოკითხვა

ვინ მოიგებს პირველ რუკას?

  • T1 Gaming
  • Cignal Ultra

პოპსპორტი დაუკავშირდა ფედერაციას იმის გასარკვევად, შეიცვალა თუ არა მისი პოზიცია, პუბლიკის ნეგატიური რეაქციის შემდეგ. ფედერაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე ჯოხაძემ განაცხადა, რომ საკუთარ პოზიციას ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირებდა.

''ყველას შეგახსენებთ ვინც სოლიდარობას უცხადებთ და ითხოვთ გადაწყვეტილების შეცვლას, იმ არგუმენტით, რომ აღნიშნული მოთამაშე არის ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში.... ჩვენ არ ვმოქმედებთ შერჩევითი სამართალის პრინციპებით, ჩვენთვის ყველა სპორტსმენს თანაბარი უფლებები და ვალდებულებები აქვს. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, ყველა ფაქტი და გარემოება შევისწავლეთ და ისე მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე არც კი განვიხილავთ აკრძალვის მოხსნას.'' ნათქვამია GCSF-ის ოფიციალურ განცხადებაში.

პოპსპორტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, მომავალში განიხილონ გუნდის ტურნირზე დაბრუნება, ალექსანდრე ჯოხაძე პასუხობს:

''გუნდის მიერ არ ყოფილა ოფიციალური მომართვა ფედერაციის ხელმძღვანელის სახელზე. ასევე არ იკვეთება დამატებითი გარემოებები რის ხარჯზეც ჩვენ დავიწყებდით განხილვას. იმისათვის, რომ გადაწყვეტილების შეცვლაზე საუბარი დაიწყოს, ან უნდა მოხდეს მომართვა და ფაქტების წარდგენა ან გამოიკვეთოს ახალი გარემოება.''

რაც შეეხება ლუკას, შეკითხვაზე, დაბრუნდება თუ არა მისი გუნდი ტურნირზე, იმ შემთხვევაში, თუ დისკვალიფიკაციას მოხსნიან, გვპასუხობს: 

"ჩვენ ველოდებით ლაივს. ჯერ აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს, ოფიციალურად ბოდიში მოიხადონ და დაბრუნებაზე მერე ვილაპარაკებთ.

ეს არ არის გასატარებელი ამბავი. თუ გვინდა, რომ კიბერსპორტის განვითარება მოხდეს, ამხელა ქომიუნითი იკვრება, მინიმუმ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ და აღიარონ თავიანთი შეცდომა. აქ მარტო ჩვენ გუნდზე არაა ლაპარაკი, სხვა თამაშების community-ც გვერდში გვიდგას".

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია 2002 წლის 7 მარტს დაარსდა. ფედერაციას ჩატარებული აქვს 8 მსოფლიო კიბეროლიმპიადის შესარჩევი "WCG Georgia", 4 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი "IeSF Georgia", 2 ევროპის პირველობის შესარჩევი, 9 საქართველოს ჩემპიონატი "ფედერაციის თასის" სახელწოდებით, ფედერაციის ლიგა, 3 სასკოლო ოლიმპიადა და 100-მდე საკლუბო ჩემპიონატი.

ფედერაციის ორგანიზებით 2004 წლიდან საქართველოს გუნდები და გეიმერები 17–ჯერ გავიდნენ საერთაშორისო ჩემპიონატებზე.

ნახეთ კომპიუტერული სპორტის ფედერაციის განმარტება:

კომენტარები

ბოლო ამბები