Thumbnail

ჩელსის ვარსკვლავი დააკავეს - მასთან სტუმრად მყოფი მოდელი საავადმყოფოში მოხვდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩელსის თავდამსხმელს კალუმ ჰადსონ-ოდოის კანონთან პრობლემები შეექმნა
  • 19 წლის ფეხბურთელთან სტუმრად მყოფ გოგონას სასწრაფო და პოლიცია დასჭირდა
  • გოგონა კლინიკაში მოხვდა, კალუმ ჰადსონ-ოდოი კი დააკავეს

ლონდონის ჩელსისა და ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელი კალუმ ჰადსონ-ოდოი სამართალდამცველებმა კარანატინის რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელი საკუთარ პენთჰაუსში მოდელს შეხვდა, რომელიც ინტერნეტით გაიცნო. დაკავება კვირას დილით, მას შემდეგ მოხდა, რაც გოგონამ სასწრაფო სამეცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია გამოიძახა. მოდელი კლინიკაში გადაიყვანეს, ჰადსონ-ოდოი კი, რომელიც კორონავირუსის გადატანის გამო, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, წესის დარღვევისთვის დააკავეს. 

უცნობია, რა გახდა გოგონას შეუძლოდ გახდომის მიზეზი და რატომ გამოიძახა მან ექსტრენული სამსახურები. ფეხბურთელის მეზობლებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ მოდელის გარეგნობის გოგონა კალუმს შაბათს საღამოს ესტუმრა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კალუმ ჰადსონ-ოდოი კორონავირუსისგან სრულებით განიკურნა, რომლზეც დადებითი პასუხი 12 მარტს გაკეთებულმა ტესტმა აჩვენა.

2019/20 წლების სეზონში ჩელსის 19 წლის თავდამსხმელმა 27 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები