Thumbnail

ჯობავას ბრინჯაო ფრანგულ ბლიცში – ქართველმა მოჭადრაკემ ნახევარფინალში ითამაშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ წარმატებით ითამაშა საფრანგეთის პირველ ონლაინ ღია ჩემპიონატში ბლიცში, რომელსაც 700-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.

ჯობავამ 15 ტურში 11.5 ქულა მოაგროვა და ასეთივე მონაგარი კიდევ 13 მოჭადრაკეს ჰქონდა, თუმცა, ქართველმა დიდოსტატმა მათ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა, მე-3 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ტურნირის გამარჯვებული უკრაინელი ვასილი ივანჩუკი გახდა 13.0 ქულით, მე-2 პოზიციაზე კი ფრანგი კრისტიან ბაუერი (12.0) გავიდა.

საინტერესოა, რომ ტურნირის 16-მა საუკეთესო მოჭადრაკემ დამატებით სუპერფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა და შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით განაგრძო.

ნინო ბაციაშვილი

ჯობავამ მერვედფინალში ფრანგ ალბან დელორმეს 1.5:0.5 სძლია, მეოთხედფინალში უკრაინელ ვლადიმირ ბაკლანს 2:1 მოუგო, ნახევარფინალში კი ხსენებულ ბაუერთან 0:2 დამარცხდა.

ვთქვათ ისიც, რომ საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილმა აჩვენა. მან 11.0 ქულა მოაგროვა და საერთო ცხრილში 25-ე იყო.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები