Thumbnail

'ბუნდესლიგა სამაგალითოა' - ხავიერ ტებასი ლა ლიგის განახლების დროზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ხავიერ ტებასმა გერმანელებს ბუნდესლიგის განახლება მიულოცა
  • ლა ლიგის პრეზიდენტს ფეხბურთის დაბრუნება ესპანეთშიც სურს 

ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის განახლებაზე ისაუბრა და ასევე დაასახელა ესპანური პირველობის განახლების სავარაუდო თარიღი. 

"ძალიან გახარებული ვარ და მივულოცე კიდეც ბუნდესლიგის გენერალურ დირექტორს. მათ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარეს და ის ყველასთვის მაგალითია. 

მსურს, რომ ესპანეთის ჩემპიონატიც, რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს. ორიენტაცია 12 ივნისზე გვაქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რჩევით უნდა მივიღოთ", - ამბობს ტებასი.

განახლებულ ბუნდესლიგაში გოლებს დისტანციის დაცვის ზეიმობენ

ლა ლიგის პრეზიდენტის თქმით, ჩემპიონატის მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება, კლუბები გუნდურად წვრთნას კი 18 მაისიდან განაახლებენ:

"უსაფრთხოების იმ ზომებით, რომლებსაც ვიცავთ, პრაქტიკულად შეუძლებელია სავარჯიშო პროცესში დაინფიცირება".

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა (58 ქულა). კატალონიელებს ორი ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები