Thumbnail

'აქამდე ვერ დამიჯერებია' - ალესანდრო დელ პიერო საავადმყოფოში მოხვდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა
  • 45 წლის ალესანდრო ლოს ანჯელესის კლინიკაში თირკმელში კენჭის გამო აღმოჩნდა

ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო ლოს ანჯელესის საავადმყოფოში მოხვდა. იტალიური ფეხბურთის 45 წლის ლეგენდამ გულშემატკივრები მალევე დაამშვიდა და აცნობა, რომ მისი კლინიკაში აღმოჩენის მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ თირკმელში კენჭია.

"აქამდე ვერ დამიჯერებლია, რომ ასეთ პატარა, 3-მილიმეტრიან რაღაცას ამხელა პრობელემების გამოწვევა შეუძლია", - დაწერა დელ პიერომ სოციალურ ქსელში.

ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსის ღირსებას 1993-2012 წლებში იცავდა. ფორვარდმა ბებერი ქალბატონის მაისურით იტალიის ჩემპიონობა 6-ჯერ (2 ტიტული ჩამოართვეს) მოიპოვა, ერთხელ იტალიის თასი მოიგო, 4-ჯერ - ქვეყნის სუპერთასი. იუვენტუსთან ერთად დელ პიერო 1995/96 წლების სეზონში ჩამპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

წაიკითხე | დელ პიეროს ზონა - ისტორია, რომელიც არ არის მხოლოდ ფეხბურთზე

ფეხბურთელმა იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წელს მუნდიალზე გაიმარჯვა, 2000 წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები