Thumbnail

ბუნდესლიგა | ბაიერნი მოგებით დაბრუნდა, კიოლნმა მაინცს ვერ მოუგო [მიმოხილვები]

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

გერმანული საფეხბურთო პირამიდის უმაღლესი საფეხური - ბუნდესლიგა გუშინ 65 დღიანი შესვენების შემდეგ დორტმუნდის და შალკეს მატჩით განახლდა.

26-ე ტურის მეორე დღე კი კიოლნის და მაინცის მატჩით დაიწყო, რომელც ფრედ - 2:2 დასრულდა. ხოლო ცხრილის ლიდერმა - მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად ბერლინში უნიონი - 2:0 დაამარცხა.

ბაიერნიდან პირველი გოლი მიმდინარე სეზონის ბომბარდირმა - რობერტ ლევანდოვსკიმ 11 მეტრიანით გაიტანა, ხოლო ორამდე სხვაობა ბენჟამინ პავარმა გაზარდა.

უნიონ ბერლინი 0:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 - ლევანდოვსკი (პენ/40), 0:2 - პავარი (80)

უნიონი: გიკევიცი - ჰუბნერი, შლოტერბეკი, სუბოტიჩი, ტრიმელი - პრომელი, ანდრიხი, ლენცი - ინგვარტსენი, ბულტერი, უჯა.

ბაიერნი: ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა - დევისი, კიმიხი, ალკანტარა - გორეცკა, მიულერი, გნაბრი - ლევანდოვსკი.

კიოლნი 2:2 მაინცი

გოლები: 1:0 - უტი (პენ/6), 2:0 - კაინცი (53), 2:1 - ავონი (61), 2:2 - კუნდე მალონგი (72)

კომენტარები

ბოლო ამბები