Thumbnail

'ვერ გავარკვიე რომელი პლანეტიდანაა' - მბაპემ კიელინი აღაფრთოვანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'შთაბეჭდილების მოხდენა ეხერხება, ნამდვილი სასწაულია, ვფიქრობ, ნეიმარზე მაგარია'
  • იტალიელი მცველი ფრანგი თავდამსხმელის დიდი გულშემატკივარი ყოფილა

ტურინის იუვენტუსის ვეტერანმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ აღფრთოვანება გამოხატა ფრანგული პსჟ-ს ლიდერ კილიან მბაპეს თამაშით. იტალიელი ფეხბურთელის კომენტარი Football-italia-მ გაავრცელა.

“ვინ გახდება მსოფლიოს ფეხბურთის ერთპიროვნული ლიდერი და ვინ მოკრიბავს “ოქროს ბურთებს” მას შემდეგ, რაც კრიშტიანო და მესი თამაშს დაასრულებენ? ფრანგი კილიან მბაპე, რომელიც ნამდვილად უნიკალური მოთამაშეა. პირველად, ის ტელევიზორით ვნახე ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების გათამაშებაში, როდესაც მონაკო მანჩესტერ სიტის ეპაექრებოდა. შთამბეჭდავი სანახაობა იყო. მახსოვს, პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენს სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის ვკითხე: “ვინაა ეს? რომელი პლანეტიდანაა?”. მან მიპასუხა: “ვიცი მის შესახებ. გარკვეული პერიოდია, რაც ვაკვირდებით”. მაშინ 18 წლის იყო, თუმცა, უკვე შეუჩერებელი გახლდათ. ახლა, 21 წლისაა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. სისწრაფე, ტექნიკა, ინსტიქტები – ყველაფერი გააჩნია. ნამდვილად ეხერხება შთაბეჭდილების მოხდენა, ნამდვილი სასწაულია. ვფიქრობ, ის ნეიმარზე მაგარია, უფრო სტაბილურია. მომავალი მის ხელშია”.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის კიელინი იუვენტუსის ღირსებას 2005 წლიდან იცავს და 386 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი, ამასთან, სერია A-ს 8-გზის გამარჯვებულია. მბაპემ კარიერა მონაკოში დაიწყო, 2017 წელს კი პარიზულ გრანდს მიაშურა და საფრანგეთის ლიგა 1-ის 76 მატჩში მის ანგარიშზე 64 გოლია. კილიანი ქვეყნის 4-გზის ჩემპიონია, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი, რომლის მაისურითაც 34 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები