Thumbnail

'ის უნივერსალური ფეხბურთელია' - ზივზივაძის კლუბი შულაიას ტრანსფერზე მუშაობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'დიდია ალბათობა, აკაკი მეზოკოვეშდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს'
  • უნგრულ კლუბში უკვე თამაშობს ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც 8 გოლი აქვს გატანილი

დინამო თბილისის 23 წლის ნახევარმცველმა აკაკი შულაიამ, შესაძლოა, კარიერა უნგრულ მეზოკოვეშდში განაგრძოს, სადაც უკვე ირიცხება კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.

Csakfoci.hu-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც სპლიტის ჰაიდუკიდან დინო ბეშიროვიჩი იყიდა, უნგრულმა კლუბმა მთელი აქცენტი სწორედ შულაიაზე გადაიტანა, რომელსაც დინამოსთან კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს ეწურება.

“ეს ძალიან ხელსაყრელია, რადგანაც შესაძლებელია, რომ შულაია მეზოკოვეშდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდეს. ის უნივერსალური ფეხბურთელია, რადგანაც დაცვასა და ნახევარდაცვაში ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია”, - წერს უნგრული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ აკაკიმ კარიერა მარტვილის მერანში დაიწყო, ცხინვალსა და ბოლნისის სიონშიც უთამაშია, დინამო თბილისს კი 2017 წელს შეუერთდა. Transfermarkt-ის ცნობით, მის სატრანფერო ღირებულება 250 ათასი ევროა.

შეგახსენებთ, უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლება მაისის ბოლოს იგეგმება. მეზოკოვეშდი, სადაც 26 წლის ზივზივაძე გასული წლიდან თამაშობს (8 გოლი 24 მატჩში), 25 ტურის თავზე 45 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ ფერენცვაროშს 8 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები