Thumbnail
  • ერლინგ ჰაალანდი მოედანს მიღმაც ძალიან სწრაფია
  • მისი მატჩისშემდგომი ინტერვიუ უნდა ნახოთ

დიდი ფეხბურთი დაბრუნდა და პირველი დღის ერთ-ერთი გმირი ერლინგ ჰაალანდი იყო. არა მარტო იმიტომ, რომ რურის დერბიში შალკესთან ანგარიში გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ 65-დღიანი პაუზის შემდეგ პირველი გოლი სწორედ მან გაიტანა, არამედ იმ ინტერვიუს გამოც, რომელსაც ქვემოთ ნახავთ.

19 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვებს იმდენად მოკლედ უპასუხა, რომ ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ეს ალბათ ყველაზე მოკლე ინტერვიუა მათ შორის, რაც აქამდე გინახავთ. 

“გამარჯვებას ყველასათვის ცნობილ ‘ყვითელ კედელთან’ ზეიმობდით (დორტმუნდის სტადიონის ლეგენდარული ტრიბუნა), რომელიც ცარიელი იყო. ეს რატომ გააკეთეთ?” - ჰკითხა ჟურნალისტმა.

“რატომაც არა?” - უპასუხა ერლინგმა.

ჟურნალისტი: “იყო თუ არა ეს გარკვეული გზავნილი?”

ჰაალანდი: “დიახ.”

ჟურნალისტი: გვეტყვით, რა გზავნილი იყო ეს?”

ჰაალანდი: “ჩემი ფანებისთვის.”

ჟურნალისტი: “ფანები თქვენთვის და ბორუსია დორტმუნდისთვის ყველაფერს ნიშნავს?”

ჰაალანდი: “დიახ.”

ამის შემდეგ რეპორტიორს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, თუ არა მადლობის გადახდა და დამშვიდობება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები