Thumbnail

'დანა, ჩავატაროთ UFC საქართველოში' - გიგა ჭიკაძის კომენტარი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიგა ჭიკაძემ UFC-ში მესამე ბრძოლა მოიგო
  • მან დანა უაითს UFC ღონისძიების საქართველოში ჩამოტანა სთხოვა

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ 16 მაისს ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში UFC-ს ეგიდით მესამე ბრძოლა გამართა. ჭიკაძე მექსიკელ ირვინ რივერას შეხვდა და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. მან ბრძოლის დასრულების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

''7 თვეა, რაც UFC-ში ვარ. სამივეჯერ მაიკ დევისთან მქონდა ბრძოლა დაგეგმილი. არ ვიცი, რა სურს მას, მაგრამ არ მინდა მასთან საქმიანი კვეთა მქონდეს. რაც შეეხება რივერას, მან ეს 2 დღით ადრე გაიგო, ჩამოვიდა, წონა დაიკლო და მეჩხუბა. ძმაო, ხელებს ვწევ.

დანა, ერთი თხოვნა მაქვს შენთან. ვიმუშაოთ UFC-ს საქართველოში ჩატარებაზე. ჩემი მთავრობა მზადაა და UFC-ს პოპულარობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. მადლობა შენ. ვულოცავ ჩემს მეგობრებს ტყუპების შეძენას'', - განაცხადა გიგამ ბრძოლის შემდეგ.

ჭიკაძემ UFC-ს 7-თვიან კარიერაში ბრენდონ დევისი, ჯამალ ემერსი და ირვინ რივერა დაამარცხა. მას 3-დან სამივე ბრძოლა მოგებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები