Thumbnail

Sport.ua-მ უკრაინის პრემიერლიგის ისტორიაში ათი საუკეთესო ქართველი ლეგიონერი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ახლახან რუსებმაც შეადგინეს მსგავსი რეიტინგი და ორივე TOP 10-ში ერთი ფეხბურთელი მოხვდა - გიორგი დემეტრაძე, რომელიც რუსეთში საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დაასახელეს, უკრაინაში კი მეორე ადგილზე გავიდა. 

ქართველი ლეგიონერები უკრაინის პრემიერლიგაში. TOP 10

10. ვასილ გიგიაძე

ტავრია, კრივბასი, ნეფტიანიკი
2000-2011

გიგიაძის კარიერაში მთავარი გუნდი ტავრია იყო, სადაც მალევე გახდა კაპიტანი. მან უკრაინის თასი მოიგო და ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა - 27.

9. გოჯა ჯამარაული

მეტალურგი
2002-2005

გოჩა უკრაინაში გადასვლიდან რამდენიმე კვირაში გუნდის კაპიტნად აირჩიეს! ის უკრაინის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანია. ბელკევიჩის დონეზე შეეძლო გადამწყვეტი პასების გაკეთება.

8. ლაშა ჯაკობია

მეტალისტი, არსენალი, ჰოვერლა
2004-2012

ლაშა ჯაკობია

ორი სეზონის განმავლობაში მეტალისტის მთავარი ფორვარდი იყო, სანამ გუნდში მარკევიჩი მივიდოდა.

7. ჯაბა ლიპარტია

ზორია, არსენალი
2011-2019

ზორიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, კლუბის ფანების საყვარელი მოთამაშე.

6. დავით ხოჭოლავა

ჩერნომორეცი, შახტარი
2015-დან

დავით ხოჭოლავა

თავი ჩერნომორეცში გამოიჩინა, შახტარში პირველივე სეზონში დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მერე მისი საქმეები უკან წავიდა - ახლა ის როტაციის მოთამაშეა.

5. მიხეილ ფოცხვერია

ზორია, მეტალურგი, შახტარი, დნიპრო
1993-2000

უფრო მეტი პროფესიონალიზმი რომ გამოეჩინა, ძალიან ბევრს მიაღწევდა კარიერაში. ორჯერ მოიგო უკრაინის თასი. 

4. ავთანდილ კაპანაძე

ტემპი, ნივა
1993-2001

ტყუპი ძმები ავთანდილ და ტარიელ კაპანაძეები ნივას ლიდერები იყვნენ. ორივემ ერთად 100-ზე მეტი გოლი გაიტანეს. ავთანდილი უფრო კაშკაშა ვარსკვლავი იყო. 

3. ჯაბა კანკავა

არსენალი, კრივბასი, დნიპრო
2006-2015

ჯაბა კანკავა

ძალიან ხისტი და გამძლე საყრდენი, ქართველი ედგარ დავიდსი. დნიპროში 8 წელი გაატარა, ითამაშა ევროპალიგის ფინალში. ყველას ახსოვს, როგორ გადაარჩინა მან კიეველი ოლეგ გუსევი მოედანზე.

2. გიორგი დემეტრაძე

დინამო, მეტალურგი, არსენალი
1999-2008

გიორგი დემეტრაძე

იშვიათი ტალანტის ფორვარდი, ბოლომდე თავისი პოტენციალი ვერ გამოამჟღავნა. ლობანოვსკის დინამოში მეტის მიღწევა შეეძლო. დინამომ ის რეალ სოსიედადში 5 მილიონ დოლარად გაყიდა.

1. კახა კალაძე

დინამო
1999-2000

კიევში მხოლოდ ორ-ნახევარი სეზონი გაატარა, მაგრამ იმდენად ბრწყინვალედ ითამაშა, რომ პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებს. 2001 წელს 16 მილიონ დოლარად მილანში გადავიდა, სადაც შემდეგში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. ის ახლა პოლიტიკოსია და თბილისის მერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები