Thumbnail
  • შაბათს ბუნდესლიგის 26-ე ტური დაიწყო
  • აქ მატჩების მიმოხილვებს ნახავთ

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული 65-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგა დაბრუნდა - ოღონდ, რა თქმა უნდა, ცარიელი ტრიბუნების ფონზე გამართული მატჩებით.

26-ე ტურის მთავარი მატჩი დორტმუნდში გაიმართა, სადაც ბორუსიამ რურის დიდ დერბიში შალკე 4:0 გაანადგურა და მიუნხენის ბაიერნს ერთი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა (როგორც იცით, ბავარიელები თავიანთ მატჩს კვირას, ბერლინის უნიონთან ჩაატარებენ).

ბერლინის ჰერტას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრუნო ლაბადიას დებიუტი წარმატებული გამოვიდა - დედაქალაქელებმა ჰოფენჰაიმთან სტუმრად 3:0 გაიმარჯვეს. აუგსბურგის ახალმა მწვრთნელმა ჰაიკო ჰერლიხმა კი, ნაცნობი მიზეზის გამო, ლოჟიდან უყურა, როგორ წააგო მისმა გუნდმა ვოლფსბურგთან. დიუსელდორფის ფორტუნამ და პადერბორნმა 0:0 ითამაშეს.

დორტმუნდი 4:0 შალკე

გოლები: 1:0 ჰაალანდი (29), 2:0 გერეირო (45), 3:0 თ. აზარი (48), 4:0 გერეირო (63)

დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, აკანჯი - ჰაკიმი, დილეინი (68. ბალერდი), დაჰუდი (87. გიოტცე), გერეირო (87. შმელცერი) - თ. აზარი (79. სანჩო), ბრანდტი - ჰაალანდი.

შალკე (3-4-2-1): შუბერტი - ტოდიბო (46. ბურგშტალერი), ზანე, ნასტასიჩი - კენი (87. ბეკერი), მაკენიე, სერდარი (74. შიოპფი), ოჩიპკა - კალიჯური (76. მირანდა), ჰარიტი - რამანი (46 მატონდო).

ლაიპციგი 1:1 ფრაიბურგი

გოლები: 0:1 გულდე (34), 1:1 პოულსენი (77)

ლაიპციგი (3-5-2): გულაჩი - მუკიელე, კლოსტერმანი, ჰალსტენბერგი - ადამსი, ლაიმერი, ანგელინო, ნკუნკუ, კამპლი - პოულსენი, ვერნერი.

აუგსბურგი 1:2 ვოლფსბურგი

გოლები: 0:1 რ. შტეფენი (43), 1:1 ბრუკსი (54-საკ. კარში), 1:2 გინსეკი (91)

ჰოფენჰაიმი 0:3 ჰერტა

გოლები: 0:1 აკპოგუმა (58-საკ. კარში), 0:2 იბიშევიჩი (60), 0:3 კუნია (74)

ფორტუნა 0:0 პადერბორნი

აინტრახტი 1:3 გლადბახი

გოლები: 0:1 პლეა (1), 0:2 ტურამი (7), 0:3 ბენსებიანი (72-პენ), 1:3 ანდრე სილვა (81)

გამოკითხვა

ვინ დაასრულებს სეზონს უფრო მაღლა?

  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი

კომენტარები

ბოლო ამბები