Thumbnail

ალკოჰოლი, ჩხუბი, ტრავმა - ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი სიცოცხლისთვის იბრძვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არსენალისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი საავადმყოფოში მოხვდა
  • 61 წლის კენი სენსომი ნასვამ მდგომაროებაში ჩხუბისა და დაცემისგან დაშავდა
  • კენის ალკოჰოლიზმთან პრობლემები მანამდეც ჰქონდა 

ლონდონის არსენალისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კენი სენსომი ქუჩურ ჩხუბში სერიოზულად დაშავდა. ბრიტანული მედიის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 61 წლის სენსომმა ჩხუბის შედეგად დაცემისასგან თავის სერიოზული დაზიანებები მიიღო და ვერ პასუხობდა პოლიციის შეკითხვებს, ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ამჟამად კენი საავადმყოფოშია, იქ მას კარგად უვლიან. მას არ აქვს  COVID 19. კენის ოჯახი და ახლობლები თხოვნით მიმართავს მედიას, პატივი სცეს მათ პირად ცხოვრებას და იმ მედიკოსებს, რომლებიც კენის მკურნალობენ", - წერია სენსომის ტვიტერზე.

ცნობილია, რომ ინგლისელი ალკოჰოლურ დამოკიდებულებას ებრძოდა. 1990-იან წლებში ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, კენის ცოლი გაშორდა, რის შედეგადაც მამაკაცს დეპრესია და სუიციდური ფიქრები აწუხებდა. ერთი ხანობა ის საცხოვრებელის გარეშეც დარჩა. კეინ სენომს 2017 წელს სარეაბილიტაციო კლინიკაში მკურნალობა არსენალში ყოფილმა თანაგუნდელმა ნაილ ქუინმა დაუფინანსა.

კენი სენსომს ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდა 

კენი სენსომმა ინგლისის ნაკრებში 86 მატჩი ჩაატარა და თავის დროზე ის ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს მარცხენა მცველადაც მიიჩნეოდა. სენსომმა 1980-88 წლებში არსენალის ღირსება 394 მატჩში დაიცვა, ასევე ითამაშა: ნიუკასლში, ქუინზ პარკ რეინჯერსში, ქოვენთრიში, ევერტონსა და უოტფორდში. 

კომენტარები

ბოლო ამბები