Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მცველმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
  • 28 წლის ფეხბურთელის სამი ვარიანტიდან დიდად მომხიბვლელი არცერთია
  • შესაძლოა ხმები მოსკოვის ლოკომოტივში მწვრთნელის შეცვლას უკავშირდება

რუსული სპორტული წყაროები იუწყებიან, რომ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის ცენტრალურმა მცველმა საბა კვერკველიამ შესაძლოა ამ ზაფხულს კლუბი შეიცვალოს. championat.com-ის ინფორმაციით, 28 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებით ადგილობრივი კლუბები: კრასნოდარი, როსტოვი და როტორი ინტერესდებიან.

რამდენად საფუძვლიანი ეს ცნობა, ძნელი სათქმელია. კვერკველიას მიმართ ინტერესზე აქამდეც იწერებოდა, მაგრამ მის მომავალს დიდწილად ევროპულ, უფრო ზუსტად კი ინგლისურ კლუბებს უკავშირებდნენ. 

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ რუსულ კლუბებს, კრანსოდარი და როსტოვი პრემიერლიგის ცხრილში მესამე და მეოთხე ადგილებს, ლოკომოტივის შემდეგ იკავებენ. პირველი ლიგის როტორი კი ელიტაში მომავალ სეზონში გადმოდის. შესაბამისად, საბასთვის დიდად მომხიბვლელი არცერთი ვარიანტი უნდა იყოს.

იური სიომინს ქართველი ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა

გამორიცხული არაა,  ეს ხმები ლოკომოტივში მწვრთნელის შეცვლას უკავშირდებოდეს - სულ ახლახან მოსკოვური გუნდი გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა იური სიომინმა დატოვა, მის ადგილი კი 40 წლის სერბმა სპეციალისტმა მარკო ნიკოლიჩმა დაიკავა. 

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას 2017 წლის თებერვლიდან იცავს, მოქმედი კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილი პორტალი transfermarkt ქართველის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 6,5 მილიონ ევროს ასახელებს.

საბამ ლოკომოტივთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა და თასი (ორჯერ) მოიგო

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მცველმა 4 მატჩში ითამაშა, შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. 

რუსეთის ჩემპიონატში პაუზის გამოცხადებამდე ჩატარებულ 22 ტურში ლოკომოტივმა 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ლიდერ ზენიტს 9 ქულით ჩამორჩება. ცნობილია, რომ ტურნირი 21 ივნისს უნდა განახლდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები