Thumbnail

'მისთვის ვლოცულობ' - კონორი ხაბიბის მამის ავადმყოფობას გამოეხმაურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კონორი ხაბიბის მამის ავადმყოფობას გამოეხმაურა
  • მაკგრეგორი ამბობს, რომ მისი გამოჯანმრთელებისათვის ილოცებს...

კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის - აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ავადმყოფობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლოცულობს მისი გამოჯანმრთელებისათვის.

ხაბიბის 57 წლის მამა და ასევე მწვრთნელი, დაღესტანიდან მოსკოვში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც მძიმე პნევმონიის შემდეგ აბდულმანაპი კომაში ჩავარდა.

კონორ მაკგრეგორი: "ვლოცულობ აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გამოჯანმრთელებისათვის. ამ კაცს იმაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს გაზრდილი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ძალიან დამამწუხრა ამ ამბავმა და ვილოცებ ნურმაგომედოვების ოჯახისათვის."

დანა უაითი: "აბდულმანაპ ნურმაგომედოვი შერეული ორთაბრძოლების ნამდვილი არტისტია, რომელიც დაფასებული და ამაყი კაცია. ძალიან მეწყინა ეს სიახლე. ჩემი სრული მხარდაჭერა ნურმაგდომედოვების ოჯახს." 

კომენტარები

ბოლო ამბები