Thumbnail
  • დორტმუნდმა ერლინგ ჰაალანდი ზამთარში დაიმატა
  • ნორვეგიელით მადრიდის რეალი ინტერესდება
  • მათეუსის აზრით, ფორვარდი გერმანიაში უნდა დარჩეს 

დორტმუნდის ბორუსიამ ერლინგ ჰაალანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ზალცბურგიდან დაიმატა. გერმანელებს 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდათ. კონტრაქტის მიხედვით, ნორვეგიელი ბორუსიაში 2024 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს, თუმცა უკვე იწერება იმის შესახებ, რომ მან შესაძლოა, კლუბი მალევე, ამ წლის ზაფხულში გამოიცვალოს.

ჰაალანდის დამატების სურვილი რამდენიმე ევროპულ გრანდს აქვს. ფორვარდის სახელს ყველაზე მეტად მადრიდის რეალს უკავშირებენ, თუმცა ერლინგი დორტმუნდს კარგად მოერგო, კარგადაც გამოიყურება და რამდენად დატოვებს გუნდს, რთულად სათქმელია.

ჰაალანდისა და რეალის შესახებ კომენტარი გერმანული ფეხბურთს ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა გააკეთა. მან განაცხადა, რომ თუ ერლინგი დორტმუნდს დატოვებს და მადრიდში გადავა, ესპანეთში ბევრი სათამაშო დრო არ ექნება.

"ჰაალანდი არის ისეთი მოთამაშე, რომელიც მადრიდის რეალს კარგად მოერგება, თუმცა იგი ახალგაზრდაა და სათამაშო დრო სჭირდება. ის 19 წლისაა და მადრიდის რეალში ახლა არ უნდა წავიდეს, რადგან მას დიდ თამაშებში არ ათამაშებენ, ვინაიდან ერლინგს კონკურენციის გაწევა ბენზემასთვის მოუწევს. ჰაალანდი რამდენიმე წლით უნდა დარჩეს დორტმუნდში და შემდეგ წავიდეს რეალში, ვფიქრობ, ეს მისი კარიერისთვის კარგი იქნება", - განუცხადა მათეუსმა Movistar-ს.

ერლინგ ჰაალანდმა ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონში 8 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 9 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები