Thumbnail

'ასე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ' - ლეო მესი ბარსელონას აფრთხილებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლიონელ მესი და კიკე სეტიენი გუნდის შესაძლებლობებზე ვერ თანხმდებიან
  • არგენტინელი თავდამსხმელის აზრით, გუნდის თამაშის დონე ასამაღლებელია  

ბარსელონას ფორვარდმა ლიონელ მესიმ თავის გუნდის მწვრთნელს კიკე სეტიენს უპასუხა. ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემის გამო პაუზის გამოცხადებამდე, არგენტინელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ კატალონიელებს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება გაუჭირდებოდათ. მაშინ კიკე სეტიენი მესის არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ბარსელონას ტურნირის მოგება სავსებით შეუძლია.

ბარსას კაპიტანსა და მთავარ მწვრთნელს განსხვავებული შეხედულებები აქვთ

32 წლის ვარსკვლავმა თავის სიტყვებზე განმარტება გააკეთა, თუმცა იმავე აზრზე რჩება:

"შესაძლოა, ეს შესვენება ჩვენთვის სასიკეთოც აღმოჩნდეს, მაგრამ ჯერ უნდა დაველოდოთ ტურნირის განახლებას. სწორედ მაშინ გავიგებთ, რა დონეზე ვართ და როგორ დონეს შეიძლება მივაღწიოთ. 

მგონია, რომ ჩვენი მწვრთნელმა ცუდად გაიგო ის, რისი თქმაც მსურდა. შესაძლოა, მე ვერ გამოვთქვი აზრი სწორად. მსურდა მეთქვა, რომ თამაშის ისეთი დონით, როგორიც შესვენებამდე ბოლო მატჩებში ვაჩვენებდით, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას ვერ შევძლებდით. 

ჩემი გუნდის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება და დარწუნებული ვარ, რომ ყველაფრის მოგება შეგვიძლია, მაგრამ არა თამაშის ისეთი დონით, როგორიც ბოლო თამაშებში გვქონდა.

ნებისმიერს თავისი შეხედულება აქვს და მას პატივი უნდა ვცეთ. ჩემი მოსაზრება ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის გამოცდილებიდან გამომდინარეობს. მქონდა ბედნიერება, ამ ტურნირში ყოველ წელს მეთამაშა და ვიცი, რომ იმ დონით, რომელსაც ვაჩვენებდით, მისი მოგება შეუძლებელია", - აქვეყნებს ლეო მესის ნათქვამს ესპანური მედია.

ლეოს 5 წელიწადია ჩემპიონთა ლიგის თასი აღარ აუწევია

ლიონელ მესი ბარსელონას მთავარი გუნდის ღირსებას 2004 წლიდან იცავს და კლუბთან ერთად ჩემპოიონთა ლიგაში გამარჯვება 4-ჯერ მოახერხა. ბოლოს კატალონიელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 2014/15 წლების სეზონში მოიგეს.

 ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონში ბარსელონა 1/8-ფინალში გავიდა, სადაც პირველი მატჩი ნაპოლისთან სტუმრად ფრედ 1:1 ითამაშა. საპასუხო შეხვედრა გადადებულია.  

კომენტარები

ბოლო ამბები