Thumbnail

ძნელია, როდესაც გეძახიან მესის და სინამდვილეში ხარ დეულოფეუ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დეულოფეუ ბარსელონას აღზრდილია და მასზე ესპანეთში უდიდეს იმედებს ამყარებდნენ
  • 26 წლის ესპანელი შემტევი ინგლისურ უოტფორდში ასპარეზობს

ჟერარ დეულოფეუ ბარსელონას აღზრდილია და მასზე ესპანეთში უდიდეს იმედებს ამყარებდნენ. 2011 წელს, ჟერარი ბარსელონა B-ში თამაშობდა და მას ხშირად ეძახდნენ ახალ ლიონენ მესის. ჟერარმა ვერ მოიკიდა ფეხი კატალონიურ გრანდში და 2013 წლის შემდეგ სხვადასხვა გუნდებში მოგზაურობს. დეულოფეუმ ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა…

“როდესაც ბარსელონას აკადემიაში ვთამაშობდი, სიმშვიდე მჭირდებოდა, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. მუდმივად მესმოდა, რომ ახალი მესი ვარ, რომელმაც ლეგენდად ქცეული არგენტინელი უნდა ჩაანაცვლოს. ერთი მხრივ, ეს ეიფორიაში, მეორე მხრივ კი სტრესში გაგდებს. გიჩნდება კითხვები, ვიქნები კი ახალი მესი? ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს ემოციები სრულიად ზედმეტია და შედეგად, ჩემი კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც ეს ბევრს ეგონა”. - განაცხადა ჟერარ დეულოფეუმ.

2018 წლიდან, ჟერარ დეულოფეუ ინგლისურ უოტფორდში ასპარეზობს. იქამდე მილანში, ევერტონში და სევილიაში მოსინჯა ძალები. ლიონელ მესივით არსად უთამაშია.   

კომენტარები

ბოლო ამბები