Thumbnail

მაურიციო სარის ჟორჟინიო არ ავიწყდება და მზადაა პიანიჩს შეელიოს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა
  • მიუხედავად ამისა, იუვენტუსი სატრანსფერო გეგმებს ალაგებს

ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იუვენტუსი სატრანსფერო გეგმებს ალაგებს. ტურინული კლუბის პრიორიტეტული სამიზნე ჟორჟინიო ფრელო იქნება, რომელიც ჩელსის ღირსებას იცავს. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელის გადაბირება პირადად მაურიციო სარის სირვილია, რადგან ისინი ერთად ჯერ ნაპოლიში და შემდეგ, ჩელსიში მუშაობდნენ.

იუვენტუსი მზადაა, ჟორჟინიოს სანაცვლოდ ჩელსის მირალემ პიანიჩი დაუთმოს. მასიმილიანო ალეგრისგან განსხვავებით, მაუროციო სარის პიანიჩი ნაკლებად მოსწონს და უკვე მიანიშნა კიდეც ბოსნიელს, რომ მას ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. სწორედ ამ დროს დაიწყო საუბრები ჟორჟინიო-პიანიჩის შესაძლო ბარტერზე.

კომენტარები

ბოლო ამბები