Thumbnail

‘ტაშს ფეხზე მდგარნი უკრავდნენ’ – UWW-მ ქართველის ეპიკური ჭიდაობა გაიხსენა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ორთაბრძოლაში 39 ქულა გაკეთდა, რაც უიშვიათესი მოვლენაა
  • ტარიელ გაფრინდაშვილმა მონღოლი მეტოქე 22:17 დაამარცხა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ტარიელ გაფრინდაშვილისა და მონღოლი განტულგა იდერხუუს ცნობილი დაპირისპირება გაიხსენა. შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ ფალავნებმა 6 წუთის განმავლობაში 39 (!) ქულა მოაგროვეს, ეს კი, თანამედროვე ჭიდაობაში ძალიან იშვიათად ხვდება.

“ეპიკური შერკინება იყო, რომელიც ჭიდაობის მოყვარულებს კარგად ახსოვთ. მსოფლიო თასზე ამ შეხვედრის მაყურებლები გაფრინდაშვილსა და განტულგას ტაშს ფეხზე წამომდგარნი უკრავდნენ”, - ვკითხულობთ პოსტის მინაწერში. 

გაფრინდაშვილმა მეტოქე 22:17 დაამარცხა და ამით, საერთო წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მონღოლეთს 6:4 სძლია და ამერიკულ აიოვაში 2018 წელს გამართულ მსოფლიო თასზე მე-5 ადგილი დაიკავა. მაშინ ქართველმა მოჭიდავეებმა ჯგუფში მხოლოდ ინდოეთს სძლიეს, იაპონიასთანა და მომავალ ჩემპიონ აშშ-სთან კი წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები