Thumbnail
  • 'მჯერა, პანდემიის გადავლის შემდეგ, ამ გმირებისთვის რაიმე განსაკუთრებულს დაგეგმავენ'
  • ჯერომ კაინო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და 'ბორჯღალოსნების' წინააღმდეგაც უთამაშია

“ოლ ბლექსის” ერთ-ერთი ვარსკვლავი ჯერომ კაინო ქართველი მორაგბეების – მამუკა გორგოძისა და დავით ზირაქაშვილის რაგბიდან წასვლის ფაქტს გამოეხმაურა და მათ თბილი სიტყვები უძღვნა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული “ბორჯღალოსნები” კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებდნენ, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა. აი, რა განაცხადა ცნობილმა ზელანდიელმა მორაგბემ.

“მეც ისეთივე ვეტერანი, როგორც – ისინი, ამდენად, ჩემი მათ ადგილას დაყენება არ მიჭირს. სამწუხაროა, რომ შექმნილი ვითარების გამო, მათთვის შესაბამისი პატივის მიგება ვერ ხერხდება. ეს ძალიან მაწუხებს. ისინი ნამდვილი ლეგენდები არიან, რომელთაც ჩვენი სპორტი გაამდიდრეს. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, მათი კლუბები ამ გმირებისთვის რაიმე განსაკუთრებულს დაგეგმავენ”.

დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე

ცნობისთვის, 27 წლის კაინოს “ოლ ბლექსის” მაისურით 83 მატჩში 13 ლელო აქვს დადებული. ის ორგზის (2011, 2015) მსოფლიოს ჩემპიონია და 2015 წელს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩშიც უთამაშია, რომელიც “შავებმა” 43:10 მოიგეს. ფრანგული ტულუზას თითქმის 2-მეტრიანი ფლანკერი 2011 წელს ზელანდიის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს და მან ისეთ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც რიჩი მაკქოუ და მა’ა ნონუ არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები