Thumbnail

25 წელი ბლექბერნის ჩემპიონობიდან - როგორ მოიგო როვერსმა პრემიერლიგა 1995 წელს?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბლექბერნის 1994-95 წელბის სეზონი
  • ბოლო ტურში მოგებული ჩემპიონობა...

პროფესიული ფეხბურთის ერთ-ერთი ფუძემდებელი ინგლისური კლუბი - ბლექბერნ როვერსი 1995 წელს, 81 წლის შემდეგ პირველად ინგლისის ჩემპიონი გახდა. როვერსმა ეს ჯეკ უოკერის ფულით, ალან შირერის გოლებით და შირერი-სატონის ბრწყინვალე დუეტით შეძლო.

ბრიტანეთში მაშინ ბლექბერნს რაღაც ისეთი პრესა ჰქონდა, რაც მანჩესტერ სიტის არაბული ინვესტიციების პირველ წლებში. როვერს 'ფულის ჩანთას' ეძახდნენ, თუმცა კლუბს შირერ-სატონის დუეტის და მეკარის - ტიმ ფლაუერსის გარდა დიდი ფული თითქმის არავისში გადაუხდია.

'ფულის ჩანთა'

ჯეკ უოკერი აპირებდა დიდი ფულის გადახდას როი კინში, თუმცა მაშინ ირლანდიელმა მანჩესტერ იუნაიტედში წასვლა არჩია. 1994-95 წლების სეზონის გუნდის აწყობას ბლექბერნმა 14.7 მილიონი ფუნტი დაახარჯა, როცა იგივე სეზონში მანჩესტერ იუნაიტედის პირველი გუნდის ღირებულება 19.33 მილიონი ფუნტი იყო.

მაგალითისთვის ბლექბერნის ოთხივე უკანახაზელი იმაზე ნაკლები ღირდა, რაც ნიუკასლმა მარტო დარენ პიკოკში გადაიხადა; ლივერპულმა კი ფილ ბაბში და ჯონ სკელსში ერთად. ამიტომ არგუმენტი, რომ ბლექბერნმა 'ლიგა იყიდა' არასწორია. ჯეკ უოკერმა ფული დახარჯა, მაგრამ არა იმდენი, რომ ლიგის 'ყიდვა' დააბრალოს ვინმემ.

ბლექბერნის საყრდენი და ინგლისის ნაკრების პიტბული - დევიდ ბეტი იმ სეზონში მძიმედ დაშავდა, მის ნაცვლად კი საყრდენის პოზიციაზე ცენტრში, მარჯვენა მცველმა - მარკ ატკინსმა ითამაშა, რომელიც უოკერმა სკანთროპიდან 45,000 ფუნტად გადაიყვანა.

შირერს + სატონი = 49 გოლს

ბლექბერნის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით ფლანგის მოთამაშეებს - ჯეისონ ვილკოქსს და სტიუარტ რიპლის, თუმცა ფლანგიდან მათ ჩაწოდებულ ბურთებს საჯარიმოში ორი გამტანი კაცი - ალან შირერი და კრის სატონი ხვდებოდნენ.

შირერმა და სატონმა ერთად იმ სეზონში 49 გოლი გაიტანეს, ბლექბერნის გოლების (80) ნახევარზე მეტი. თუმცა შირერისგან განსხვავებით კრის სატონს ინგლისის ნაკრებში არ გაუმართლა, ჯერ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სეზონში დაიმტვრა, ხოლო მსოფლიოს 1997-98 წლების სეზონში 21 გოლი კი გაიტანა, მაგრამ B ნაკრებში გამწესება შეურაცხყოფად მიიღო და ჰოდლის გამოძახებაზე უარი თქვა.

ალან შირერი, კენი დალგლიში და კრის სატონი

ალან შირერმა კარიერა შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი უარით გაუშვა და სათამაშოდ ბავშვობის საყვარელ გუნდში - ნიუკასლ იუნაიტედში გადავიდა, სადაც პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კრის სატონმა თავისი გზა ჩრდილოეთში მონახა და გლაზგო სელტიკში არანაკლებ დიდ ფორვარდთან - ჰენრიკ ლარსონთან შექმნა კარგი დუეტი.

'ვის უნდა ზიდანი, როდესაც ტიმ შერვუდი გვყავს?'

როცა გუნდი რაღაცას იგებს, დირექტორებს და მფლობელებს არავინ აფასებს. ჯეკ უოკერიც ამის კარგი მაგალითია. ლოკალური ინდუსტრიალისტი უოკერი ბლექბერნში 1988 წელს ერთ-ერთი აქციონერის სახით გამოჩნდა და 1991 წელს უკვე კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობდა.

ზევით დაწერილი ის სისულელე უოკერმა, მას შემდეგ თქვა, როდესაც კენი დალგლიშს ბორდოდან ვიღაც ახალგაზრდა ფრანგის შეძენა სურდა. ცნობილი იყო, რომ უოკერი ვერ იტანდა მანჩესტერ იუნაიტედს და ამბობენ, რომ ალან შირერის ტრანსფერი იუნაიტედში სწორედ მან ჩაშალა.

ჯეკ უოკერი | 1929-2000

"ფანებს გაუხარდებათ თუ შირერი მილანში წავა, ან ბარსელონაში. მაგრამ არა იქ, იმ კლუბში, რომლისადმი სიძულვილიც ბლექბერნის ფანებს ძალიან უყვართ." - ამბობდა უოკერი იუნაიტედზე. ჯეკ უოკერი 2000 წელს გარდაიცვალა, ოჯახმა კლუბი 2010 წელს გაყიდა და მას შემდეგ როვერსის საქმე უკან წავიდა.

90-იანი წლების ბელექბერნის შემდეგ, 2000-იანი წლების შუაში მარკ ჰიუზმა კიდევ შეძლო როვერსისგან კარგი გუნდის დაყენება, სადაც ქართველი ლეგიონერი - ზურაბ ხიზანიშვილიც თამაშობდა. თუმცა ჰიუზის მანჩესტერ სიტიში წასვლის შემდეგ ყველაფერი მალე ჩამოიშალა.

ბლექბერნმა სეზონი საჩემპიონი ტურით მოიგო და ეს ვესტ ჰემის დახმარებით გააკეთა, რომელიც ბოლეინზე მანჩესტერ იუნაიტედთან არ დამარცხდა. იუნაიტედის მთავარმა მოძულემ - ლივერპულმა კი ბრიტანული ჯელტმენობით ბლექბერნი ბოლო ტურში ჯეიმი რედნაპის გოლით დაამარცხა, თუმცა ფერგიუსონმა ეს საჩუქარი ვერ გამოიყენა.

კომენტარები

ბოლო ამბები