Thumbnail

UPDATE: სეზონი არც კი დაწყებულა, მაგრამ ფორმულა 1-ში დიდი ამბებია! მას შემდეგ, რაც სებასტიან ფეტელისა და ფერარის გაყრა (წლის ბოლოს) გადაწყდა, ყოველდღე ახალ-ახალი დიდი ამბავი ვრცელდება. ოთხშაბათს ყველა წერდა, რომ ფეტელი 2021 წლიდან მაკლარენში იასპარეზებს, ხუთშაბათს კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. 

Sport1-ის ინფორმაციით, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი 3 წლით დალოდებას გადაწყვეტს, რათა ისევ ისეთ ბოლიდში აღმოჩნდეს, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. რატომ 3 წელი? სწორედ ამდენ დროს აანონსებენ მაკლარენში იმისათის, რომ მერსედესის ძრავებით (2021-დან) ტოპ-პოზიციები დაიბრუნონ და ჰქონდეთ ისეთი ბოლიდი, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეეძლება. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ფეტელმა მაკლარენს შეატყობინა, რომ მხოლოდ საჩემპიონო ბოლიდის მართვა სურს.

რამდენიმე გერმანული გამოცემა წერს, რომ ფეტელი ან მერსედესში აღმოჩნდება, ან კარიერას დაამთავრებს. საინტერესოა, რომ მერსედესის პილოტებს, ლუის ჰემილტონს და მის ფინელ კოლეგა ვალტერი ბოტასს კონტრაქტები წლის ბოლოს უმთავრდებათ. მერსედესში ამბობენ, რომ ჰემილტონთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ ფორმალობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სებას მხოლოდ ბოტასის ადგილის დაკავების შანსი აქვს.

გამორიცხული არც ისაა, რომ ფეტელმა და ჰემილტონმა ბოლიდები გაცვალონ

შესაძლოა, სებას მერსედესის გუნდის შეფის, ტოტო ვოლფის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ფეტელი ფორმულა 1-ში ჯერ კიდევ დიდია: სებასტიანი დიდებული პილოტი და შესანიშნავი ადამიანია. ის ფორმულა 1-ის ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან სასურველია,” - თქვა ვოლფმა.

შარლ ლეკლერი ფერარიში პირველი ნომერი იქნება

აღსანიშნავია, რომ მაკლარენი კონტრაქტს ავსტრალიელ დანიელ რიკარდოსთან აფორმებს. ეს ამბავი უკვე ოფიციალურად დადასტურდა. როგორც ირკვევა, სებას ყოფილ თანაგუნდელს რენოში დარჩენა აღარ სურდა და მაკლარენს საკუთარი თავი თვითონ შესთავაზა. რიკარდო მაკლარენში ესპანელ კარლოს საინსს შეცვლის, რომელიც ფერარიში გადადის - სებასტიან ფეტელის შემცვლელად და მეორე ნომრად შარლ ლეკლერის შემდეგ.

“ფეტელი ისჯება იმ შეცდომების გამო, რაც ფერარიში დაუშვა. 2013 წლის შემდეგ მას მსოფლიოს ჩემპიონატი აღარ მოუგია. 2019 წლის სინგაპურის შემდეგ გრანპრი არ აქვს მოგებული. რაც დრო გადიოდა, ფეტელი უფრო და უფრო იტანჯებოდა თავის ახალგაზრდა კოლეგასთან, შარლ ლეკლერთან კონკურენციის გამო, რომელიც იდენტური ბოლიდით გაცილებით სწრაფია.” - ამას იტალიური ‘კორიერე დელო სპორტი’ წერს.

კომენტარები

ბოლო ამბები