Thumbnail

ფეხბურთელები შიშობენ - ინგლისის პრემიერლიგის განახლება გადაიდო?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

The Telegraph-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის განახლება, შესაძლოა, კიდევ გადაიდოს...

საქმე ისაა, რომ კლუბების მოთამაშეებისა და მწვრთნელების ნაწილი უსაფრთხოების ზომებზე შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ ვარჯიშების დაწყება და ჩემპიონატის განახლება სარისკო არაა. გამოცემას მიაჩნია, რომ ამის გამო, სეზონის სტარტი კიდევ გადაიწევს და ის 19 ივნისისთვის დაიგეგმება.

Mirror ამტკიცებს, რომ ინგლისის პრემიერლიგის განახლება 13 ივნისისთვის არის დაგეგმილი, ამის შესახებ უკვე აცნობეს კლუბებს. მაისის შუიდან კლუბებს ვარჯიშების განახლების უფლება მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პრემიერლიგა 29-ე ტურის შემდეგ შეწყდა. ლიდერი ლივერპული მანჩესტერ სიტის 25 ქულით უსწრებს, იმისთვის, რომ მერსისაიდულმა კლუბმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოიგოს ჩემპიონის ტიტული, იურგენ კლოპის გუნდს ორი გამარჯვებაც ჰყოფნის.

კომენტარები

ბოლო ამბები