Thumbnail
  • ESPN-ის ექსპერტების NBA-ს ტოპ 74 მოთამაშე გამოქვეყნდა
  • 'მაიკლ ჯორდანის თამაში სპორტის საზღვრებს გაცდა'

ESPN-ის ექსპერტებმა დაასრულეს NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელების რეიტინგი შეადგინა. ექსპერტებმა სულ 74 კალათბურთელის სია შეადგინეს. დღეს ბოლო, პირველი ათეული გამოქვეყნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ექსპერტებმა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად მაიკლ ჯორდანი დაასახელეს...

მას მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა, ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც მეორე ადგილით მოუწევს დაკმაყოფილება. ESPN-ის ექსპერტებმა მრავალი ასპექტი გაითვალისწინეს, ურთიერთშეხვედრები (თუ შესაძლებელი იყო), მთლიანად კარიერისა და მისი პიკის შეფასება და სხვა.

1. მაიკლ ჯორდანი

მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა

ჩიკაგო, ვაშინგტონი
30.1 ქულა, 6.2 მოხსნა, 5.3 პასი

მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა, ჯორდანმა ბულსს ექვსჯერ მოაგებინა ჩემპიონატი, ის ექვსჯერ გახდა ფინალების MVP და ხუთჯერ რეგულარული სეზონის MVP. ის, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა მსოფლიოში უამრავი ადამიანის კერპი გახდა. 

ჯორდანი საოცრად თამაშობდა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, მან კალათბურთი ახალ სტანდარტებზე აიყვანა. მისი თამაში სპორტის მიღმა გაიჭრა.

Our NBA experts ranked the greatest of all time 1-74 📈 Here are the best of the best: https://es.pn/2T0SiI9

Posted by ESPN on ოთხშაბათი, 13 მაისი, 2020

NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელები. TOP 20

1. მაიკლ ჯორდანი (ჩიკაგო, ვაშინგტონი)

2. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი, მაიამი, ლეიკერსი)

3. ქარიმ აბდულ-ჯაბარი (მილუოკი, ლეიკერსი)

4. ბილ რასელი (ბოსტონი)

5. მეჯიკ ჯონსონი (ლეიკერსი)

6. უილტ ჩემბერლენი (ფილადელფია, სან ფრანცისკო, ლეიკერსი)

7. ლარი ბერდი (ბოსტონი)

8. ტიმ დანკანი (სან ანტონიო)

9. კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)

10. შაკილ ო'ნილი (ორლანდო, ლეიკერსი, მაიამი, ფინიქსი, კლივლენდი, ბოსტონი)

11. ოსკარ რობერტსონი (ცინცინატი, მილუოკი)

12. ჰაკიმ ოლაჯოუნი (ჰიუსტონი, ტორონტო)

13. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი)

14. კევინ დურანტი (სიეტლი, ოკლაჰომა, გოლდენ სტეიტი, ბრუკლინი)

15. ჯულიუს ირვინგი (ფილადელფია)

16. ჯერი ვესტი (ლეიკერსი)

17. კარლ მელოუნი (იუტა, ლეიკერსი)

18. მოზეს მელოუნი (ბაფალო, ჰიუსტონი, ფილადელფია, ვაშინგტონი, ატლანტა, მილუოკი, სან ანტონიო)

19. დირკ ნოვიცკი (დალასი)

20. კევინ გარნეტი (მინესოტა, ბოსტონი, ბრუკლინი)

კავაი ლეონარდი 25-ე ადგილზეა, დუეინ უეიდი 26-ზე, მის მერე მოდის იანის ანტეტოკუნმპო. აღსანიშნავია, რომ ალენ აივერსონი მხოლოდ 29-ე პოზიციაზეა. ჯეიმს ჰარდენი 32-ეა. ესპანელი პაუ გასოლი 65-ე ადგილზეა, მანუ ჯინობილი - 58-ეზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები