Thumbnail

28 წლის სუმოისტი კორონავირუსით გარდაიცვალა

  • სუმოისტი შობუში კორონავირუსით გარდაიცვალა
  • 28 წლის იაპონელი დაავადებას ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა

28 წლის იაპონელი სუმოისტი შობუში, რომელიც რანგით მეოთხე დივიზონში ასპარეზობდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. იაპონელ სუმოისტს დაავადება 10 აპრილის დაუდგინეს, რის შემდეგაც იგი ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ COVID 19 დაემარცხებინა. შობუშის მდგომარეობა 19 აპრილს დამძიმდა და ტოკიოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მან პროფესიონალური კარიერა 2007 წელს დაიწყო და რანგით მე-4 დივიზიონამდე აღზევდა. ''ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, როგორ ებრძოდა ის ვირუსს. შობუში მამაცურად უძლებდა ამ ტკივილს. მშვიდად განისვენოს ჩვენი ოჯახის წევრმა," - განაცხადა იაპონიის სუმოს ასოციაციის მმართველმა.

შობუშის გარდა, კიდევ 5 სუმოისტი იყო ინფიცირებული, საიდანაც 2 განიკურნა, დანარჩენთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მაისის ბაშო გაუქმდა.

კომენტარები

ბოლო ამბები