Thumbnail
  • სებასტიან ფეტელი წლის ბოლოს ფერარის დატოვებს
  • სკუდერიამ გერმანელის შემცვლელი უკვე შეარჩია

ავტოსპორტის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ფერარიში სებასტიან ფეტელს უდიდესი ალბათობით ესპანელი კარლოს საინსი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია Motorsport-Total.com-მა და RTL-მა გაავრცელეს. როგორც ირკვევა, 25 წლის საინსმა, რომელიც ახლა მაკლარენშია, ფერარისთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. წესით, სკუდერიამ კარლოს საინსთან შეთანხმება ოფიციალურად ხუთშაბათს უნდა დაადასტუროს.

ამრიგად, ესპანელი კარლოს საინს უმცროსი, რომელიც რალის ლეგენდის, კარლოს საინს უფროსის შვილია, ფერარიში მეორე პილოტი იქნება - შარლ ლეკლერი კი უკვე ოფიციალურად გახდება სკუდერიას ფრონტმენი.

კარლოს საინს უმცროსი დიდ ტალანტად მიიჩნევა. იგი ფერარიში მეორე პილოტი იქნება

შეგახსენებთ, რომ ფერარიმ წლის ბოლოს სებასტიან ფეტელთან დამშვიდობება სამშაბათს გააოფიციალურა. გერმანელი სკუდერიაში 2015 წლიდან ასპარეზობს, მაგრამ ფერარიში მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა. კარლოს საინს უმცროსი კი დიდ ტალანტად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ მამამისმა ესპანურ ტელეარხ Movistar-ს რამდენიმე დღის წინ უთხრა, რომ მისი შვილი მაკლარენს დიდი ალბათობით დატოვებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები