Thumbnail
  • დღეს დინამო თბილისის ტრიუმფიდან 39 წელი გავიდა
  • გთავაზობთ ფინალის მიმოხილვას გერმანული კომენტარით [ქართული ტიტრებით]

1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალის გოლები ალბათ ყველას ნანახი გაქვთ. უმრავლესობას მთელი მატჩიც ნანახი ექნება - ან მაშინ, ან მერე. სავარაუდოდ, კოტე მახარაძის ფრაზებიც ზეპირად იცით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 13 მაისს დინამო თბილისისა და იენის კარლ ცაისის მატჩის მიმოხილვა გერმანული კომენტარით შემოგვეთავაზებინა. ალბათ ყველას გაინტერესეთ, რას ლაპარაკობდა მათი კომენტატორი.

📋 მეტი 1981 წლის ფინალზე:

მოკლედ, 1981 წლის ფინალს გერმანული კომენტარით ვუყურეთ და ყველაზე საინტერესო მომენტები ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ. ეს გდრ-ის ტელევიზიაში გასული რეპორტაჟის ჩანაწერის ყველაზე საინტერესო მომენტებია. კომენტატორია გდრ-ის სპორტული ჟურნალისტიკის ლეგენდა უვე გრანდელი. მისი ყველაზე საინტერესო ფრაზები ვთარგმნეთ და ვიდეოში ქართული ტიტრებით გთავაზობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები