Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კვლავ ორ სამსახურს ითავსებს
  • '21 წლის ასაკში დონჩიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა'

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა, რომელიც ახლა სერბეთის ნაკრების მწვრთნელია, რუსულ მედიასთან ინტერვიუში ფიბას კალენდარი შეაფასა:

"მე მწვრთნელი ვარ და არა სპორტული ფუნქციონერი, რომელიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს საერთაშორისო დონეზე. ჩემი მთავარი სამუშაო NBA-შია, თუმცა სანაკრებო კალათბურთთან კავშირები არასდროს დამიკარგავს. ორი წელიწადი სერბეთის ნაკრებს ვწვრთნიდი, 8 წელი - საქართველოს, მერე ორი წელიწადი სლოვენიას და ახლა ისევ სერბეთის ნაკრებში ვარ.

როდესაც ამ თანამდებობაზე დავთანხმდი, ავტომატურად დავთანხმდი ფიბას თამაშის წესებს მსურს ეს მე თუ არა. ყოველთვის არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვირჩევ საუკეთესო მოთამაშეებს სანაკრებო მატჩებისთვის.

რა თქმა უნდა, ვარსკვლავების გარეშე თამაში არცისე კარგი რეკლამაა ფიბას ტურნირებისთვის. მაგრამ, რაც არის, არის. ახლა აღარ ფიქრობენ ძველ კალენდარზე, როცა საკვალიფიკაციო თამაშები ზაფხულში იყო და ჩვენც საუკეთესო მოთამაშეების შეკრება შეგვეძლო". 

NBA-ს სეზონზე

"ნელნელა კლუბები სავარჯიშო პროცესს უბრუნდებიან. ვფიქრობ, აგვისტოში თამაშებს დავიწყებთ. ხალხს კალათბურთის ყურება უნდა, სპორტის ეს სახოება მოენატრა. NBA ძალიან დიდ თანხებს კარგავს, კარგავს სატელევიზიო კონტრაქტებს, ეს სეზონი რომ ჩავარდეს, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ჩავარდება უსახსრობის გამო. ეს ყველასთვის დიდი დარტყმა იქნება. ასე რომ, სეზონი უნდა დასრულდეს. 

აგვისტოში დავიწყებთ და მალევე დავასრულებთ სეზონს. ახალი სეზონი კი, ალბათ, დეკემბერში დაიწყება. რა თქმა უნდა მოთამაშეების ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია". 

კორონავირუსზე

სამშობლოში ვერ წავედი და ახლა ფინიქსში ვარ ჩარჩენილი. მაგრამ უკვე 20 წელია აქ ვცხოვრობ და მიჩვეული ვარ. მთავარი სამუშაო აქ მაქვს, სერბეთის ნაკრებში კი ფიბას "ფანჯრების" დროს ვმუშაობ. ბოლოს ბელგრადში 1 კვირით ვიყავი. 

ლუკა დონჩიჩზე

იგორ კოკოშკოვი და ლუკა დონჩიჩი სლოვენიის ნაკრებში

დონჩიჩს სლოვენიის ნაკრებში ვწვრთნიდი, ამერიკაში ის ფანტასტიკურად თამაშობს. საოცარია, რა იოლად ამყარებს ის რეკორდებს, როგორ მალე გადაწერა დალასის ისტორია. 21 წლისაა და ის უკვე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში. რაც შეეხება MVP-ის ტიტულს, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი - ყველაფერი ლუკას გეგმით მიდის. 

NBA-ში დარჩენაზე

2021 წელს საკრამენტოსთან კონტრაქტი მისრულდება. როგორც პროფესიონალი, ევროპულ კალათბურთს დიდ ყურადღებას ვაქცევ, საკრამენტო ახალგაზრდული და ამბიციური კლუბია, თუმცა დარჩენის გარდა სხვა ვარიანტებისთვისაც მზად ვარ. NBA კვლავ რჩება საუკეთესო ადგილად კალათბურთისთვის - თამაში, მარკეტინგი, ვარსკვლავები, ორგანიზაციული დონე - ყველაფრით ამერიკა წინ არის, ევროპას ჯერ კიდევ ბევრი უკლია იქამდე. 

შეგახსენებთ, რომ 48 წლის სპეციალისტი ახლა საკრამენტო კინგსის მწვრთნელის ასისტენტია, ასევე სერბეთის ნაკრების თავკაცია, რომელიც სენსაციურად დამარცხდა საქართველოს ნაკრებთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები