Thumbnail
  • ბერძენმა კალათბურთელმა ევროლიგის საუკეთესო ხუთეული დაასახელა
  • იან ვოიუკასმა ხუთეულში საქართველოს ნაკრების კაპიტანიც შეიყვანა

ბერძნული პანათინაიკოსის კალათბურთელმა იან ვოიუკასმა Eurohoops.net-თან ინტერვიუში ევროლიგის საუკეთესო ხუთეული დაასახელა. ევროლიგის 2011 წლის ჩემპიონმა ხუთეულში ორი თანამემამულე შეიყვანა: ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი) და იოანის პაპაპეტრუ (პანათინაიკოსი).

ბერძნების გარდა, ვოიუკასის ხუთეულში ედი ტავარესი (მადრიდის რეალი), მაიკ ჯეიმსი (ცსკა) და თორნიკე შენგელია (ბასკონია) მოხვდნენ.

ვოიუკასის პანათინაიკოსს ევროლიგის 28 მატჩში 14 მოგება და 14 მარცხი ჰქონდა, რითიც ლიგის საპლეიოფო ზონაში მე-6 ადგილს იკავებდა, ხოლო საბერძნეთის ჩემპიონატში 18 მოგებით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები