Thumbnail

Telegraph-ის ინფორმაციით, უეფასთვის ერთა ლიგის გათამაშება პრიორიტეტულია. მიუხედავად ძალზე გადატვირთული გრაფიკისა; მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგის ოთხთა ფინალის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ევროპული ფეხბურთის მთავარი ორგანო უმალ სხვა ტურნირს შეკვეცს, ვიდრე, ერთა ლიგას...

დღეს უეფაში ეროვნულ ნაკრებთა კომიტეტის ვიდეოკონფერენცია იყო, ეს კომიტეტი ეძებს შესაფერის ფორმულას, რომ ერთა ლიგის მე-2 გათამაშება უდანაკარგოდ წარიმართოს. შეგახსენებთ, რომ 2020/21 წლების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 6 ტურად სექტემბერ-ნოემბერში უნდა გამართულიყო. იმისთვის, რომ ტურნირი მოესწროს, უეფა მზადაა, სამ-მატჩიანი სანაკრებო პაუზებიც კი შემოიღოს!

ამ გზაზე უეფას დამატებითი გართულება აქვს - ევრო 2020-ის პლეი ოფი, რომელიც მარტიდან რამდენჯერმე გადაიდო და ჯერაც არავინ იცის, როდის გაიმართება. ამ ტურნირში 16 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 4 საგზურისთვის იბრძვის, მათ შორის კი საქართველოს ნაკრებიცაა. 

ერთა ლიგის ოთხთა ფინალი 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, ახლა კი ეს გამორიცხულია, რადგან იმ დროს ევრო 2020 უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება ფინალს, ის ოქტომბერ-ნოემბერში (2021 წლის) გაიმართება.

მართალია, 2022 წლის ზაფხული თავისუფალია, რადგან ყატარის მუნდიალი ზამთარში უნდა ჩატარდეს, მაგრამ უეფა მკაცრად აპირებს დროში ჩატევას და ერთა ლიგის სეზონის 2021 წელს დასრულებას. 

უეფას მნიშვნელოვანი სხდომა 27 მაისს არის ჩანიშნული, როდესაც ევროთასების მიმდინარე სეზონისა და მომდევნო სეზონის საკვალიფიკაციო მატჩების ბედზე უნდა შედგეს განხილვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები