Thumbnail

‘მიმდინარე სეზონში ვეღარ ვიხილავთ’ – დურანტის დაბრუნება ისევ გადაიდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ნეთსი უბრალოდ არ გარისკავს მის მოედანზე გამოშვებას’
  • კევინ დურანტმა მძიმე ტრავმა გასული სეზონის ფინალში მიიღო

NBA-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი, 31 წლის კევინ დურანტი 2019-20 წლების სეზონში მოედანს ვეღარ დაუბრუნდება, მიუხედავად იმისა, როდის განახლდება მატჩები. ამ ინფორმაციას ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.

“კევინ დურანტი ამ სეზონში ვერ ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ნეთსი უბრალოდ არ გარისკავს მის მოედანზე გამოშვებას”, - აღნიშნა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ კევინი გასული სეზონის პლეი ოფის მიმდინარეობისას 2-ჯერ დაშავდა. ფინალური სერიის მე-5 მატჩში მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა და გოლდენ სტეიტიდან ბრუკლინში უკვე ტრავმირებული გადავიდა. მარტში დურანტი კორონავირუსით დაავადდა, თუმცა, ახლა, უკვე ჯანმრთელია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, NBA-ში მატჩები მარტში შეწყდა, აშშ კი, კორონავირუსით დაზარალებულ ქვეყანათა რიგში პირველ ადგილზეა. იქ უკვე 1 347 318 ადამიანია ინფიცირებული, 80 040 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები