Thumbnail

რა ჭირდა ფერგიუსონს? დღეს ტონი საშინლად გაილახა და 8 წლის შემდეგ პირველად წააგო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

დღეს ტონი ფერგიუსონი, 249-ე ბრძოლის ღამის მთავარ ჩხუბში, ჯექსონვილში ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. 5 რაუნდიან ბრძოლაში 'ელ კუკუი' საშინლად გაილახა.

მაგრამ რა იყო ფერგიუსონის მარცხის მიზეზი? ამაზე პირველ რიგში თვითონ ამერიკელმა ისაუბრა "გრძელი შეკრება გავიარე..." - ამბობს ტონი. "სადღაც ნოემბრის შემდეგ საწვრთნელ პროცესში ვარ."

"გრძელმა შეკრებამ დამღალა. წონის 'გაკეთების' პროცესი არაფერშუაშია, უბრალოდ ჯასტინი დუნდობელი ნაბიჭვარია" - უთხრა ფერგიუსონმა ჯო როგანს ბრძოლის დასრულების შემდეგ ჯექსონვილის ოქტაგონზე.

შემდეგ ტონიმ იმაზე, ისაუბრა, თუ რა ტიპის სამზადისი გაიარა "ვემზადებოდი ხაბიბისთვის, რომელიც არ არის ისეთი სტილის მებრძოლი, რომელიც ფეხზე დგას და ჩხუბობს. რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება. თუმცა მსაჯის ჩარევას, მერჩივნა ნოკაუტით წამეგო."

ფერგიუსონის ვერდიქტი გასაგებია, თუმცა ამ სპორტის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გრეპლერმა და ჯიუ-ჯიცუს ოსტატმა, რატომ არ ცადა ჭიდაობა გეიჯის წინააღმდეგ გაუგებარია.

გამოკითხვა

ვინ გაიმარჯვებს?

  • გიგა ჭიკაძე
  • მაიკ დევისი

გეიჯიც მოჭიდავეა, თუმცა კოლეჯის დონეს არასოდეს გაცილებულა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფერგიუსონის შებოჭვისგან დაიცავდა. მაგრამ 'ელ კუკუიმ' მისი წაქცევა 5 რაუნდის მანძილზე მხოლოდ ერთხელ, მეხუთე რაუნდში სცადა, როდესაც სახე უკვე დასიებული ჰქონდა და ფეხზე თვითონ ძლივს იდგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები