Thumbnail

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიდი შანსია ბასკონიას კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ბასკური კლუბი დატოვოს, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ხორვატული პორტალი Crosarka...

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საკალათბურთო კლუბებს ფინანსური სიძნელეები აქვთ, მათ შორის არის ბასკონიაც, თორნიკე კი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. სიტუაციით სარგებლობა ოლიმპია მილანოსა და მადრიდის რეალს სურთ. 

თუმცა Crosarka წერს, რომ თოკო ბასკონიას უერთგულებს - "თორნიკე შენგელიას ბასკთა ქვეყანაში დარჩენა სურს. თოკოს იმედი აქვს, რომ კლუბთან მოახერხებს შეთანხმებას ხელფასის საკითხზე". 

28 წლის თორნიკე შენგელიას სტატისტიკა 2019/20 წლების სეზონში: ACB ლიგა - 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა, 2.7 პასი; ევროლიგა - 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.9 პასი. ეს მაჩვენებლები მის კარიერაში საუკეთესოა.  

კომენტარები

ბოლო ამბები